ბიზნესი
07/12/2021

ივა ჭყონია: კითხვაზე რატომ სტაბილურდება ლარი პასუხი ეროვნულ ბანკს და მთავრობასაც არ აქვს

„სრულიად არასტაბილური მდგომარეობაა იმისთვის რომ ლარი გამყარდეს, თუმცა ამას უფრო სტაბილურობისკენ წასვლას დავარქმევდი,“ - ამის შეახებ „ბიზნესპარტნიორს დისტრიბუტორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა განუცხადა.

ივა ჭყონიას განმარტებით, სხვადასხვა პერიოდში მაღალი ტრიბუნებიდან სრულიად აბსურდული იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ლირა როდესაც უფასურდება ლარიც უნდა გაუფასურებულიყო.

„ახლა ხომ ვხედავთ, აბსოლუტურად საწინააღმდეგო მივიღეთ. ლირა უფასურდება ლარი მყარდება. კითხვაზე, თუ რატომ სტაბილურდება ლარი, პასუხი ეროვნულ ბანკს და მთავრობასაც არ აქვს. ამიტომ რთულია ჩვენი მხრიდან შეფასებისა თუ გათვლების გაკეთება. არაპროგნოზირებადი გარემო ყველაზე ცუდია ბიზნესისთვის. ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ლარის არასტაბილურობით ძალიან დიდი ზიანი მიიღო ბიზნესმა, განსაკუთრებით იმპორტიორმა კომპანიებმა და აქვე იმ საწარმოებმაც, რომლებიც იმპორტირებულ ნედლეულზე არიან დამოკიდებულები,“ - განაცხადა ივა ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ ზედიზედ თითქმის ოთხი კვირაა ლარი მყარდება. ერთ თვეში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 6 თეთრით გამყარდა.

6 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0967 ლარი შეადგინა. ლარი ერთბაშად დოლართან მიმართებაშო 2.43 თეთრით გამყარდა. ლარი გუშინდელი ვაჭრობის შედეგად გამყარდა ყველა პარტნიორ ვალუტასთან, შესავამისად 1 ევრო 3.4993 ლარი ღირს, თურქული ლირა 0.2247 ლარი, ფუნტი 4.1037 ლარი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023