ბიზნესი
02/11/2020

ივა ჭყონია: მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ ბიზნესი წნეხის ქვეშ აღარ არის საკმარისი არაა

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია მომავალ მთავრობას ეკონომიკური მიმართულების რადიკალურად გადახედვას ურჩევს.

გაერთიანების პრეზიდენტი, ივა ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ იმ ჩავარდნებზე საუბრობს, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ამ თვალსაზრისით ჰქონდა. აქვე ამბობს, რომ სამთავრობო გუნდის მხრიდან წნეხისგან გათავისუფლებულ ბიზნესგარემოზე მუდმივი აპელირება მიუღებელია.

„მძიმეა, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკური ზრდა ძალიან დაბალია. სერიოზულად გადასახედია, როგორ გააგრძელებს ხელისუფლება მუშაობას და მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა იმ თვალსაზრისით, რომ ბიზნესს არავინ ატერორებს, საკმარისი ნამდვილად არ არის.

წინა ხელისუფლება 2012 წელს სწორედ ამის გამო დამარცხდა, ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. ახლა მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ ბიზნესი წნეხის ქვეშ აღარ არის და ეს უკვე კარგია, საკმარისი არ არის. თავდაპირველად საკმაოდ მყარად ვიდექით, რომ აქტიურ რეჟიმში გაგრძელებულიყო ის ეკონომიკური წინსვლა, რომელიც წინა პერიოდში იყო, მაგრამ სამწუხაროდ, იყო საკმაოდ მძიმე ჩავარდნები. თუნდაც, სასამართლოს თვალსაზრისით. თუ დროულად არ შეიცვალა ეს ყველაფერი, კვლავ მძიმე ვითარებაში ვიქნებით. ეს არ უნდა მოხდეს ერთ კვირაში, არ უნდა მოხდეს ზეგ, ეს უნდა მოხდეს დღესვე.

თუ ამ მძიმე სიტუაციიდან ამოსვლა გვინდა, ერთად უნდა იმუშაოს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ. უნდა გაითვალისწინონ პროფესიონალების რჩევები. მთავრობა უნდა დაკომპლექტდეს პროფესიონალებით. არ იქნება ცუდი, თუ საერთაშორისო მოწვეული ექსპერტებიც გაუწევენ გარკვეულ კონსულტაციებს, თუნდაც იგივე სასამართლოს თვალსაზრისით“,- აღნიშნა ივა ჭყონიამ. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023