ბიზნესი
25/10/2023

IWSC-ის ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს წელს მეორედ უმასპინძლებს. კონკურსის ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობაც ცნობილია, რომლებიც  წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს უცხოელ ექსპერტებთან ერთად შეაფასებენ.

ქართველ მსაჯებს შორის არიან ექსპერტები და ღვინის სფეროში მოღვაწე ადამიანები: ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა. უფროსი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი და  ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე.

მნიშვნელოვანია,  რომ უცხოელ ჟიურთა რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზარდა და ღვინის საერთაშორიოს კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრება,  ჟიურის წევრი, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d'Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერი უხელმძღვანელებს. ალისტერს შეუერთდებიან საერთაშორისო ჟიური, მათ შორის ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები., როგორებიც არიან სალვატორე კასტანო - უფროსი სომელიე და სავაჭრო მრჩეველი „Fiarwood”-დან, მელანია ბეტისტონი, რომელიც „ჰარბორის“ ტოპ 25 სომელიათა რიგში დგას, ქეთ ლომაქსი - “The Drinks Business”-ის მიერ დაჯილოებული წლის საუკეთესო საცალო „ბაიერი“, დევიდ კერმოდი - ღვინის მწერალი, BBC Breakfast-ის და Channel 5 News-ის ჟურნალისტი, ლუკ ჰარბორი - უფროსი სომელიე The Pig Hotel-დან. ზარა სერობიანი ღვინის ექსპერტი, Ginvino-სა და Wine Origins-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გეორგიოს იორდანიდისი - ღვინის ექსპერტი ლონდონში მუშაობის 10 წლიანმა გამოცდილებით და  ვილ ჰილი - ღვინის ბაიერი.

„ნებისმიერი პრესტიჟული კონკურსი წარმოაჩენს ამა თუ იმ ქვეყნის მეღვინეობის დარგში არსებულ სურათს. საქართველო ღვინის სამშობლოა და ამავე დროს აქვს ექსპორტზე ორიენტირებული ღვინის განვითარებული ინდუსტრია. შესაბამისად, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მეღვინეებს აძლევს შესაძლებლობას პოპულარული და ცნობადი გახადოს საკუთარი პროდუქცია და ასევე გაეცნოს ღვინის მსოფლიო ბაზარზე არსებულ ზოგად ტენდენციებს, მიიღოს შეფასებები ექსპერტებისგან და გაითვალისწინოს ისინი სამომავლოდ, რაც მათ დაეხმარება წინსვლასა და განვითარებაში. სანიმუშოდ მოვიყვან გასული წლის კონკურსის ჟიურის თავმჯდომარის, ბრიტანელი ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის შეფასებებს: "კონკურსის მსვლელობისას დავრწმუნდი, რომ საქართველოს ამბიცია, რომ ის ოპერირებდეს საუკეთესო ღვინოების ბაზარზე, რეალობასთან ახლოსაა. ჩვენ გვსურს ქართული ღვინის მსოფლიო ღვინის საზოგადოებისთვის გაცნობა. მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის ქართული ღვინო. მედალოსანი ღვინოების ხარისხი და ტექნიკური დახვეწილობა ისეთივე იყო, როგორც ჩამოყალიბებულ ღვინის რეგიონებში: იტალია, ბრიტანეთი, ესპანეთი და სხვა. თქვენი ძალა სწორედ, ერთიანობასა და მრავალფეროვნებაშია.“  ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ღვინის სამშობლოში მსგავსი კონკურსების აუცილებლობას,“ - რეკომენდაციებსა და მოლოდინებზე საუბრობს  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

შეგახსენებთ, რომ IWSC 2024 Wine Judging in Georgia - ღვინის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია, IWSC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე 5 ოქტომბერს გაიხსნა და 3 ნოემბრამდე გაგრძელდება.  ღვინის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ აღნიშნულ ბმულზე

ცნობისათვის, ღვინის საერთაშორისო კონკურსი, IWSC 2024 Wine Judging in Georgia, 2023 წლის 28-30 ნოემბერს კახეთში გაიმართება, საზეიმო დაჯილდოებას საქართველო 1 დეკემბერს უმასპინძლებს. წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, კონკურსი მნიშვნელოვან რეგიონულ ღონისძიებად გადაიქცევა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის და აზერბაიჯანის ღვინოებსაც შეაფასებენ.  კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული  ექსპერტების წინაშე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023