ბიზნესი
02/12/2020

JB GROUP: ქართული პროდუქტების მწარმოებლებს უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს

კომპანია JB GROUP უკვე 11 წელია მომხმარებელს ნატურალური თაფლით დამზადებულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს – გოზინაყს სთავაზობს, თუმცა, როგორც ბევრ სხვა კომპანიას, პრობლემები მასზეც აისახა.

კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ანა ბარამიძე „ბინესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ თუ სიტუაცია არ დასტაბილურდა და მომავალი სეზონისთვის ისევ ანალოგიურ სიტუაციაში იქნება ბიზნესი, როგორც ბევრი სხვა წვრილი მეწარმე, დიდი რისკია, რომ კომპანია ბაზრიდან გაქრეს.

„წელს ტურისტული ხაზიდან შემოსავალი საერთოდ არ არის. 2020-ის გეგმა მოიცავდა ახალი ხაზის შექმნას. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ წელს მომხმარებლებს პროდუქტს ახალი დიზაინით ვთავაზობთ. ამჯერად, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, შევქმნათ რაიმე ახალი. ამდენად, კორპორატიული კლიენტებისთვის გვაქვს მათ მოთხოვნებზე მორგებული განსხვავებული შეფუთვა. რაც შეეხება საახალწლო სეზონს, მოლოდინის რეჟიმში ვართ“, – აღნიშნავს ანა ბარამიძე.

კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან არსებული მრავალი მოწოდებისა, ქართული პროდუქტის ხელშეწყობა მსხვილი ქსელური მარკეტების მხრიდან ნაკლებად ხდება.

მისი თქმით, ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ ხშირად, კონსულტანტმა არ იცის სად დევს ქართული პროდუქტი, არ აქვს ინფორმაცია მის შესახებ. ასევე, მარკეტის მიერ ქართული პროდუქტისთვის გამოყოფილი ადგილი არ არის პრიორიტეტული.

„აუცილებელია, ქართული პროდუქტის შემქმნელ მცირე ბრუნვის მქონე მეწარმეებს ჰქონდეთ უფრო მეტი მხარდაჭერა, ხელშეწყობა და პოპულარიზება. ჰიპერმარკეტები, რომლებიც იდენტური ან მსგავსი შინაარსის პროდუქტს აწარმოებენ, უარს ამბობენ პროდუქტის ქსელში შეტანაზე. კარგი იქნება, თუ ჰიპერმარკეტებში გაკეთდება 1 წერტილი თუნდაც საახალწლოდ, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართველი მეწარმეების პროდუქტი- #მხოლოდქართული. ეს იქნება ზუსტად ხელშეწყობა, რომელიც არ მოითხოვს ზედმეტ დანახარჯებს. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ასეთ პირობებში "გუდვილი" და "ბადაგი" აღმოჩნდნენ ის კომპანიები, რომლებიც წლების მანძილზე გვიწყობდნენ ხელს ამ მიმართებით,“– ამბობს ანა ბარამიძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023