ბიზნესი
13/02/2023

"ჯეოქეისის" მრჩეველთა საბჭოს პროფესორი გიორგი ხუბუა შეემატა

ანალიტიკური ცენტრი ჯეოქეისის მრჩეველთა საბჭოს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა შეემატა. იგი „ჯეოქეისს“ ევროპის კვლევით და პოლიტიკურ ინსტიტუტებთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაში დაეხმარება.


გიორგი ხუბუა სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი.
პროფ. ხუბუას აქტიური სამეცნიერო კონტაქტები აქვს გერმანიასთან. იყო იენის, ბამბერგის, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი; კვლევით საქმიანობას ეწეოდა ჰეიდელბერგის მაქს პლანკის საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში, მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში, ჰანოვერის უნივერსიტეტში, ბერნის (შვეიცარია) უნივერსიტეტში, გერმანიის სახელმწიფო მართვის უნივერსიტეტში (შპაიერი).

გიორგი ხუბუას სამეცნიერო ინტერესის სფეროებია საჯარო მმართველობა, სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია, ადამიანის უფლებები, სამართლის მეთოდები.

არის 80-ზე მეტი ნაშრომის, მათ შორის სახელმძღვანელოების, სამეცნიერო მონოგრაფიების, კონსტიტუციის კომენტარების ავტორი, ქართული და უცხოური სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიების წევრი და რედაქტორი.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გუნდი იზრდება და გამორჩეული პროფესიონალების შემოერთებით ძლიერდება. ბატონი გიორგის კომპეტენცია და გამოცდილება დიდი შენაძენია ანალიტიკური ცენტრისთვის და გვჯერა, ჩვენი თანამშრომლობაც წარმატებით შედგება.“ - აღნიშნა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023