ბიზნესი
17/06/2021

"ჯინვენტორის" ეკომეგობრული USB კაბელები ექსპორტზე ნიგერიაში გავა

საქართველოში დაწყებული ეკომეგობრული USB კაბელების წარმოების პრაქტიკა შესაძლოა ნიგერიაშიც დაინერგოს.

აფრიკული მხარე "ჯინვენტორთან" აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. საწარმოო ხაზის გახსნამდე კი ქართული ბრენდი ნიგერიაში საქართველოში წარმოებულ პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს.

ნიგერია არის განვითარებადი ქვეყანა და ჩვენ იქ ერთ-ერთი ორგანიზაციის მოწვევით ჩავედით. საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ და მათ შორის არის ეკოლოგიურიც. მოვაწყეთ შეხვედრები სხვადასხვა თანამდებობის პირთან, რომელთაც ჩვენი წარმოების მეთოდები გავაცანით. ასევე შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებსაც ასევე მოვუყევით ჩვენს ქვეყანაში დანერგილი პრაქტიკის შესახებ. გვქონდა საუბარი იმაზე რომ იქ ავაწყოთ საწარმოო ხაზი, თუმცა ეს ჯერ კიდევ დამატებითი მსჯელობის საგანია. ამ საკითხზე ინვესტორებთან მომდევნო შეხვედრაზე ვიმსჯელებთ. იქამდე კი ვგეგმავთ აქ წარმოებული კაბელების ექსპორტზე გატანას,“ - განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" „ჯინვენტორის“ დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი.

"ჯინვენტორის" ეკომეგობრული კაბელების საწარმო რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა. კომპანიამ წარმოების ჩინეთიდან საქართველოში გადმოსატანად 100 000 დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. მანქანა-დანადგარებს, რომლითაც პროდუქციის დამზადება ხდება დღეში 4-5  000 ერთეულის გამოშვების რესურსი აქვს. "ჯინვენტორის" პროდუქცია ამ ეტაპზე საქართველოში იყიდება, თუმცა უახლოეს პერიოდში Amazon-ზე დაემატება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023