ბიზნესი
18/11/2021

"ჯორჯიან ფროდაქტსი" ცხოველებისთვის თევზისა და ვეგეტარიანული საკვების წარმოებას იწყებს

ცხოველების ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია „ჯორჯიან ფროდაქტსის“ წარმოების მსხვილ მასშტაბებზე გადადის. მიმდინარე წლის სამ კვარტალში კომპანიის წარმოება და გაყიდვები 65%-ით გაიზარდა, მომდევნო 2 წელიწადში კი "ჯორჯიან ფროდაქტსი" გასამმაგებას პროგნოზირებს.

კომპანია წარმოების დივერსიფიცირებასა და სპექტრის გაფართოებასაც გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი დავით ბარდაველიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, 2022  წლიდან “ჯორჯიან ფროდაქტსის” ცხოველის საკვების ხაზს ქართული თევზისა და ვეგეტარიანული საკვების წარმოება დაემატება, რაც კომპანიისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია.

მისი თქმით, ეს კომპანიისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

„ახლა ვავითარებთ თევზისა და ვეჯი, ანუ ბოსტნეულის მიმართულებებს. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ქართველები ნედლეულს ჩვენ თავადვე ვფლობთ. შავი ზღვის თევზი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ასევე რა თქმა უნდა ჩვენი ბოსტნეული. პოპულარულია ახლა ვეგეტარიანელური მიმართულებები ცხოველთა საკვებში. რამდენიმე პროდუქტი გვაქვს და მალე ამ პროდუქტებით ევროპის და ამერიკის ბაზრებზე შევალთ,“ - აღნიშნა დავით ბარდაველიძემ.

მომდევნო წლიდან იგეგმება გაყიდვაში შინაური ცხოველების სათამაშოებისა და ინტერიერის დეკორის, აქსესუარების ჩაშვებაც. რაც შეეხება სარეალიზაციო ბაზრებს, ქართული კომპანია ამ მიმართულებით ორიენტირის შეცვლას არ გეგმავს და ფოკუსირებას ევროპისა და აშშ-ს ბაზრებზე აპირებს.

„მოთხოვნა არის ძალიან დიდი და მოგეხსენებათ, რომ ყველაზე პრეტენზიული და დიდი არის ევროპისა და ამერიკის ბაზარებია და ამიტომ კონცენტრირება და ფოკუსირება ხდება ამ ბაზარზე. ინოვაციები, ახალი მასალები, ახალი დიზაინი, ტექნოლოგიები და რაც მთავარია, ნატურალური მიმართულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მითუმეტეს იმ ადამიანებისათვის, ვისაც სახლში ყავს ცხოველი. აქ ვკონცენტრირდებით და ვფოკუსირდებით. საკმარისად დიდი ბაზარია და ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ 2 წელიწადში ჩვენ უნდა გავსამმაგდეთ,“ - განაცხადა დავით ბარდაველიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023