ბიზნესი
15/06/2021

"ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის" წარმოებული პეკანი 35 ქვეყნის ბაზარზე გაიყიდება

საქართველოში წარმოებული და გადამუშავებული პეკანი ექსპორტზე 6 კონტინენტის 35 ქვეყანაში გავა. პროდუქტის სატესტო წარმოება „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსმა“ წელს დაიწყო.

მიმდინარე ეტაპზე კომპანიამ კახეთში მოყვანილი 25 ტონა პროდუქტი შეისყიდა და გადაამუშავა, თუმცა მომავალი წლისთვის კაკლისებრი კულტურის გადამუშავების გაორმაგებას გეგმავს.

თხილის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ბაზარზე 2014 წლიდან არსებობს ყოველწლიურად საექსპორტოდ 2000 ტონამდე თხილს გადაამუშავებს.

გაფართოვებისთვის და პეკანის საწარმოო ხაზის ასაწყობად საწარმომ პანდემიურ წელს 70 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ახალი დანადგარები პროდუქტს ამტვრევს, აკალიბრებს, ახარისხებს, ფუთავს და საექსპორტოდ ამზადებს.

„ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი“ ამ დროისთვის 120-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

“ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ბენეფიციარია.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023