ბიზნესი
17/08/2023

ჯუსი ლუსი: სექტემბრიდან გაყიდვაში საბავშვო მენიუ ჩაეშვება

ბურგერ ბარი „ჯუსი ლუსი“ მიმდინარე წლის სექტემბრიდან, მენიუში საბავშვო ხაზს დაამატებს.

„ბიზნესპარტნიორს“ ბურგერ ბარის დამფუძნებელმა, ალექსანდრე მშვილდაძემ განუცხადა, საბავშვო მენიუში შედარებით მომცრო ზომის ბურგერი და სათამაშოები შევა და „ჰეფი მილის“ მსგავსი იქნება.

ამას გარდა, როგორც ბურგერ ბარის დამფუძნებელი აღნიშნავს, იგეგმება მენიუში მექსიკური ხაზის დამატებაც, მაგალითად ტაკოსი და ბურიტოსი.

მისივე ცნობით, მოთხოვნა მაღალია და ამჟამად "ჯუსი ლუსს" ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს. სამომავლო პერსპექტივაში კი, ბურგერ ბარი აქტიური მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას აპირებს, რომელიც მის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.

ცნობისთვის, „ჯუსი ლუსი“ ქუთაისში მდებარეობს და ბაზარზე ოპერირება მიმდინარე წლიდან დაიწყო.  მომხმარებელს ბურგერ ბარი ამერიკულ, ავთენტურ გემოებს სთავაზობს. მენიუში შედის ამერიკული ბურგერეი, ჰოთ-დოგი და ქათმის ფრთები. ობიექტის სრულად მოწყობაში დაახლოებით 150 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023