ბიზნესი
05/10/2023

"კადრების ნაკლებობის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ქვეყანაში ერთდროულად ბევრი პროექტი ხორციელდება"

„ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს სექტორში ხელფასები დაბალია, თუმცა კადრების დეფიციტი გვაქვს,“- ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „ინსის“  დირექტორმა, ზვიად თოიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პერიოდულად სახელფასო პოლიტიკის გადახედვა ხდება, თუმცა, კადრების ნაკლებობის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ქვეყანაში ერთდროულად ბევრი პროექტი ხორციელდება.

„ძალიან ბევრი მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტია, შესაბამისად, ბევრი კადრი გვჭირდება. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიგრაცია, რა თქმა უნდა, არის, თუმცა მიზეზი მხოლოდ ეს არ არის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს სამშენებლო სექტორში, საგანმანათლებლო სისტემაც ნაკლებად იყო ამ კუთხით გნვითარებული. მხოლოდ ხელფასების ზრდით ვერ გამოვასწორებთ პრობლემას,  კომპლექსური მიდგომაა საჭირო. კადრი უნდა გამოვზარდოთ, განვავითაროთ ეს მიმართულება.“-აღნიშნა ზვიად თოიძემ.

მისივე თქმით, ხელფასების კუთხით ევროპის ქვეყნებთან კონკურენციის გაწევა რთული იქნება.

„ჩვენ კონკურენციას ვერ გავუწევთ ევროპას. თუმცა კადრების გადინება უფრო განვითარებულ ქვეყებშიცაა. მაგალითად,  პოლონეთიდან მიდიან დანიაში, ჩეხეთიდან გერმანიაში. ჩვენი ქვეყნიდანაცაა გადინება, ეს ჩვეულებრივი პროცესია.“-აღნიძნა ზვიად თოიძემ.

მისივე განმარტებით, კიდევ ერთი საკითხი რაც სექტორისთვის პრობლემაა -  სამშენებლო მასალების ფასების მერყეობაა.

„ბეტონის ფასმა მოიმატა. გარკვეულ პროდუქტებზე ფასები იკლებს, ზოგზე იმატებს. როგორც კოვიდის შემდეგ იყო ან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ისეთი ფასების ზრდა არ გვაქვს, მაგრამ დროთა განმავლობაში ფასების მერყეობა ფიქსირდება.“-აღნიშნა თოიძემ.

შეგახსენებთ, სამშენებლო კომპანია “ინსი”  ბაზარზე 2007 წლიდანაა და დღემდე ასობით ინფრასტრუქტურული თუ სამშენებლო პროექტი აქვს განხორციელებული. მათ შორისააა, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რესტავრაცია. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023