ბიზნესი
07/03/2023

Kairos Logistics-ი წლის ბოლომდე თბილისში A კლასის ლოგისტიკურ ცენტრს გახსნის

Kairos Logistics-ი ლოგისტიკური ცენტრის პროექტზე მუშაობს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ცნობილი გადამზიდავი კომპანიის დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა განუცხადა, მშენებლობის პროექტი, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის დასრულდება.

„აქტიურად ვმუშაობთ ნებართვის აღებაზე. ეს იქნება უმაღლესი კლასის ლოგისტიკური ცენტრი, რომლის მსგავსიც საქართველოში ჯერ არ არის. ცენტრი თბილისის შემოვლით გზასთან, ახალი ტექნოლოგიებით შენდება და ამ ტექნოლოგიების წყალობით, პატარა ტერიტორიაზე დატევის მაქსიმალურ კოეფიციენტს მივიღებთ, რითიც ეს ცენტრი ინოვაციური იქნება“, - აღნიშნა მიხეილ ნამადოვმა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, Kairos Logistics ყაზახეთის ფილიალს ავითარებს, ვითარდება ფოთის ფილიალიც და ადგილზე ფართოვდება სასაწყობე მეურნეობა.

„ამასთან, ვმუშაობთ ევროპა-შუა აზიის მიმართულებაზე, რომ ეს ჯაჭვი ავიზიდოთ მაქსიმალურად და მოვიზიდოთ ახალი ტვირთები“, - განმარტა Kairos Logistics-ის დირექტორმა.

შეგახსენებთ, კომპანია Kairos Logisitcs ახორციელებს ნებისმიერი სირთულის გადაზიდვებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023