ბიზნესი
12/05/2021

კახა ხაზარაძე: დახურული ბრენდი წლების განმავლობაში მიღწეული შედეგის წყალში ჩაყრაა

მუნიციპალური ტრანსპორტის თითქმის ორკვირიანმა გაჩერებამ კომპანიებს ხარჯი გაუზარდა. როგორც ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აცხადებს, ბოლო ორი კვირის განმავლობაში რეალიზაციის ტემპი კიდევ უფრო შემცირებულია.

„ამ პერიოდში, რაც ტრანსპორტი გაჩერდა, სახარბიელო სიტუაციუაში არ აღმოვჩნდით, ეს რეალიზაციაზე აისახა. ხარჯი გაგვეზარდა, რადგან პერსონალის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა გვიწევს. ეს ჯამურად უფრო მძიმე სურათს გვაძლევს. ვფიქრობთ, რომ წლევანდელი წელი უფრო რთული იქნება ვიდრე შარშანდელი,“ - განაცხადა კახა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, პანდემიის დაწყების შემდეგ ICR ჯგუფში შემავალ მაღაზიებს რეალიზაცია ჯამურად 50%-ით შეუმცირდა.

„შარშან, პანდემიის დროს 40%-იანი კლება გვქონდა რეალიზაციის, წელს კიდევ 10%-ით შემცირდა. პრობლემები არსებობს, რაც რთული გადასატანია ჩვენთვისაც, მაგრამ ყველაზე მეტად წვრილ და საშუალო ბიზნესს ურტყამს, რომლებიც პანტა-პუნტით იხურებიან,“ - აღნიშნა კახა ხაზარაძემ.

მისივე განმარტებით, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ბიზნესს მოკლევადიანი ეკონომიკური კრიზისის განმუხტვის გეგმა არ აქვს.

„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ ვიგეგმევით, თვიდან თვემდე ვცხოვრობთ. ამ ყველაფერთან ერთად, ეკონომიკურ გუნდთან კომუნიკაციის დეფიციტი გვაქვს. ჩვენ ცოტა ხნის წინ მივმართეთ მთავრობას და ქონების გადასახადთან დაკავშირებით შეღავათს ვითხოვდით, მაგრამ პასუხი არ გვაქვს. ვფიქრობ, ბიზნესს ახალი გადატვირთვა და იაფიან რესურსზე წვდომა სჭირდება. ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ნებისმიერი დახურული ბრენდი წლების განმავლობაში მიღწეული შედეგის წყალში ჩაყრაა, მისი უკან დაბრუნება კი ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია ან დიდ დანახარჯებს მოითხოვს,“ - განმარტა კახა ხაზარაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023