ბიზნესი
03/02/2021

კახეთში მეწარმე ქალთა მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

კახეთში მეწარმე ქალთა მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო.

პროექტის ხელმძღვანელების განმარტებით, პროგრამა Covid 19 პანდემიით გამოწვეული რეალობის გათვალისწინებით შეიქმნა და მეწარმე ქალთა ახალ გამოწვევებს უპასუხებს. მიზანი მეწარმე ქალკებისთვის ბიზნესის შენარჩუნებაში და კრიზისიდან მაქსიმალურად მცირე დანაკარგით გამოსვლაში დახმარებაა.

„მედია ცენტრი კახეთის“ (MCK) ახალი პროგრამის ფარგლებში ბიზნეს ქოუჩინგისა და სასწავლო კომპონენტების  მეწარმეებისათვის მიწოდებული კონკრეტული საგანმანათლებლო მოდულების შემდგომ მოხდება  მეწარმეთა  უნარ-ჩვევების გაძლიერება, გაყიდვების სქემის მომზადება და მხარდაჭერა.

ონლაინ ტრენინგ პროგრამა ითვალისწინებს მცირე  ბიზნესის განვითარებაზე მორგებულ სასწავლო კომპონენტს და  Covid 19-ის პანდემიის გათვალისწინებით კრიზისულ სიტუაციაში მცირე ბიზნესის მართვის რეკომენდაციებს. ბიზნეს ქოუჩის დახმარებით მოხდება პროდუქტების შეფუთვის გაუმჯობესება  და მარკეტინგული გეგმის მომზადება. პროგრამა მოიცავს  ინტენსიურ პრაქტიკულ კურსს, რომელიც განხორციელდება  2021 წლის მარტსა და აპრილში,“ - განმარტავს პროექტის ხელმძღვანელი მაია მამულაშვილი.

პროექტი „მედია ცენტრი კახეთის“ (MCK) მიერ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით თელავის, გურჯაანის, ყვარლის, ახმეტის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023