ბიზნესი
15/10/2020

კახური ეთნო-სახლი "ვაქირელები" სტუმრების გარეშე დარჩა

საკუთარ სახლში მოწყობილი საოჯახო სამზარეულო „ვაქირელები“ სტუმრების ნაკლებობას უჩივის.

კახური სახლი სიღნაღის მუნიციპალიტეტ სოფელ ვაქირში 2017 წლიდან გადაკეთდა Farm to Table (ფერმიდან სუფრაზე) კონცეფციის რესტორნად და მსოფლიოს 41 ქვყეყნის წარმომადგენელს კულინარიული მასტერკლასებით, ფოლკლორურილი საღამოებით, ორგანული ღვინის და ჭაჭის დაგემოვნებით და ქართული ტრადიციული სუფრით თავი უკვე დაამახსოვრა.

„სტუმარ-მასპინძლობის უძველესი ტრადიციის გაგრძელებას შევეცადეთ და გადავწყვიტეთ ჩვენი სახლი ტურისტებისთვის სასურველ ადგილად გვექცია, და არა მხოლოდ მათთვის. მარანი - დიდი პაპის ჩაყრილი ქვევრებით, მოწესრიგებული ხეხილის ეზო, აივანი ხედით კავკასიონზე, ორგანული ვენახები და ალაზნის ველზე გაშენებული ბაღები, ბიბლიოთეკა და ბუხრის ოთახი ზამთრის სეზონისთვის - ჩვენთან ყველაფერია საიმისოდ, რომ სტუმრებმა სასიამოვო დრო გაატარონ. ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან აქტიურად ვთანამშრომლობდით, წინასწარ ვიღებდით ჯავშნებს და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ვგეგმავდით მიღებას. სექტემბერში ოდნავ გავცოცხლდით, რთველის დროს ჩავატარეთ რამდენიმე ტური, რომლის სექტემბრის მეორე ნახევარში შეზღუდვების ახალი ნაკადი დაწესდა და ამან, საბოლოოდ „გადაგვიკეტა სუნთქვა“, - ამბობს „ბიზნესპარტნიორთან“ იდეის ავტორი, თამარა ნინიძე.

მისივე თქმით, "ვაქირელებს" ჩაკეტილი საზღვრების გამო, თითქმის აღარ ყავს უცხოელი სტუმრები, ადგილობრივები კი აღნიშნული რეგულაციების გამო მასშტაბურ ღონისძიებებს ერიდებიან.

კახური ეთნოსახლი „ვაქირელები“, რომელიც 60 სტუმარს ერთდროულად იღებდა, დღეს საზღვრების გახსნისა და შეზღუდვების მოხსნის მოლოდინშია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023