ბიზნესი
14/09/2022

"კანონიერი ბიზნესი და ბიუჯეტი ზარალდება" - რა რეგულაციებს ითხოვენ ავტოსადგურები

ავტოსადგურები მგზავრთა გადამყვანი ოპერატორებისთვის საერთო წესების შემოღებას და ბიზნესის დარეგულირებას ითხოვენ.

როგორც დარგის წარმომადგენლები ამბობენ, ავტოსადგურების გვერდის ავლით მგზავრთა გადაყვანამ სისტემური ხასიათი მიიღო, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების ქაოსური მოძრაობის. მათი განმარტებით, საქალაქთაშორისო მგზავრთგადამყვან სისტემაში არსებული ხარვეზები ზიანს აყენებს კანონიერ მეწარმეს. 

დიდუბის ავტოსადგურის დირექტორის ნესტორ მიქატაძის თქმით, რამდენი მგზავრიც გადაჰყავთ მათ ავტოსადგურებიდან ლეგალურად, ზუსტად ერთი იმდენი გადაყავს უკანონოდ არასერთიფიცირებულ გადამყვანებს.

„დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ერთი იმდენი თანხა, რაც დღეს ამ საქმიანობიდან შედის ბიუჯეტში, აკლდება ბიუჯეტს ამ უკონტოლობით და იმის გამო, რომ მგზავრთგადაყვანას ახორციელებს აღურიცხავი, არარეგისტრირებული, არა საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი პირები. ყველაფერი ეს ჩვენ პრობლემას გვიქმნის, ვზარალდებით როგორც კანონიერი ბიზნესის წარმომადგენლები და სამწუხაროდ, წახალისებულია უკანონო ბიზნესი“, - განმარტა ნესტორ მიქატაძემ. მისივე თქმით, საქართველოში არსებულ ავტოსადგურებს აქვთ რესურსი, რომ სრულად დააკმაყოფილონ მოსახლეობის მოთხოვნა.

ნესტორ მიქატაძემ დიდუბის ავტოსადგურის მომსახურების ხარისხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თუ მგზავრების სურვილია მაინც და მაინც ე.წ მინივენებით მგზავრობა, რომლებიც სერტიფიცირების გარეშე საქმიანობენ დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან, მათ შეუძლიათ რომ ეს მინივენები შემოიყვანონ, ავტოსადგურს დაუქვემდებარო, გაუფორმონ ხელშეკრულება და ეს საქმიანობაც კანონიერი გახადონ.

რაც შეეხება ფასებს, დიდუბის ავტოსადგომის დირექტორი ამბობს, რომ საქალაქთაშორისო მგზავრობაზე, დაახლოებით, 7 თვეა ფასები არ მომატებულა არც ერთ მიმართულებაზე და ტარიფების გადახედვა არც მომავალში იგეგმება. „ამის ერთ-ერთი წინაპირობა არის ის, რომ ჩვენ ვერ გავუწევთ კონკურენციას იმ აღურიცხავ მანქანებს, რომლებსაც არაფერი გადასახდელი არ აქვთ. ამიტომ, კბილებით ვიცავთ იმ ფასებს, რომლებიც გვაქვს დღეს“, - ამბობს ნესტორ მიქატაძე.

ცნობისათვის, მთავრობა ავტოსადგურების სერტიფიცირებასა და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორებისთვის ახალი სანებართვო პირობების შემოღებას გეგმავს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023