ბიზნესი
04/05/2023

"კარფური" რეგიონებში გაფართოებას გეგმავს

„კარფური“ საქართველოს რეგიონებში გაფართოებას გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ „კარფურ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ჟერომ აკელმა განუცხადა, კომპანიის გეგმა სწორედ რეგიონების ათვისებას უკავშირდება.

„ჩვენ გვსურს „კარფური“ გაიზარდოს რეგიონებში. ძალიან მალე გავხსნით ძალიან დიდ მაღაზიას გორში. ახლახანს გავხსენით ზუგდიდში, წარმოდგენილი ვართ ფოთსა და თელავში. ასე რომ გავდივართ რეგიონებში“ - აცხადებს ჟერომ აკელი.

მისივე თქმით, „კარფური“ აქცენტს აკეთებს მსხვილი მაღაზიების განვითარებაზე და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი ასორტიმენტის შეთავაზებაზე.

„მაგრამ რადგანაც მოსახლეობა ფართოდ გაშლილია და ყველას არ შეუძლია ესტუმროს ჰიპერმარკეტებს, ჩვენ მზად ვართ უფრო პატარ-პატარა ობიექტების ქსელზე ვიმუშაოთ და ამას უკვე ვაკეთებთ ბრენდის ქვეშ სახელად „კაფრურ სითი“- განმარტავს „კარფურ საქართველოს“ გენერალური დირექტორი.

როგორც ჟერომ აკელი ამბობს, კომპანია სხვადასხვა გზით გაფართოების შესაძლებლობებს ეძებს - რაც ნიშნავს იმასაც, რომ „კარფური“ ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა ანტრეპრენერებთან მათთვის ფრენჩაიზის გადაცემის მიმართულებით.

 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023