ბიზნესი
17/02/2023

ქარქაშაძე: Wizz air-ის 85-მა მგზავრმა სასურველი მიმართულებით ბილეთი გადაცვალა

აეროპორტების განვითარების ხელმძღვანელის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ამ დროისთვის Wizz air-ის 85-მა მგზავრმა  ბილეთი გადაცვალა.

საუბარია იმ მგზავრებზე, რომლებიც დღეს ქუთაისიდან ბერლინში ვერ გაფრინდნენ. მიზეზი დიდთოვლობით გზაზე შექმნილი პრობლემები იყო, რის გამოც თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა და ისინი დათქმულ დროს აეროპორტში ვერ ჩავიდნენ.

“ქუთაისი-ბერლინის რეისზე 87 მგზავრი გამოცხადდა დაგვიანებით. როდესაც რეგისტრაცია ბერლინის რეისზე დასრულებული იყო და იწყებოდა 98 მგზავრის ჩასხდომის პროცედურა. იცით, რომ დასავლეთში არის ძლიერი თოვა და ყინვა. ჩვენ გაფრთხილებული გვყავს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რომ გზებზე შეფერხებების გამო დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ თბილისიდან.

ავიაკომპანისთან მოლაპარაკებების შედეგად, მივაღწიეთ იმას, რომ ვიზეარი დათანხმდა ამ 87 მგავრისთვის ნებისმიერი მიმართულებით ბილეთების გადაცვლას თანხის დამატების შემთხვევაში. საუბარია, დაახლოებით 300 ლარზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მგზავრებს, დაიჭირონ თადარიგი და დროულად, ან უფრო ადრე გამოცხადდენ აეროპორტში რეგისტრაციაზე. ამ ეტაპზე, 85 მგზავრს ბილეთი სასურველი მიმართულებით უკვე აქვს გადაცვლილი”,-აცხადებს  ქარქაშაძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023