ფოტო: qatarforyou.com
ბიზნესი
12/06/2023

ქართულ ბაზარზე LEFTIES-ის შემოსვლა შესაძლოა, მომდევნო წლამდე გადავადდეს

ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდის, LEFTIES-ის შემოსვლა შესაძლოა, მომდევნო წლამდე გადავადდეს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა, კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია, თუმცა მოესწრება თუ არა ახალი მაღაზიისთვის სათანადო ფართის შერჩევა მიმდინარე წელს, ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ამ ეტაპზე ლოკაციას ვარჩევთ. LEFTIES-ისთან ხელშეკრულება გვაქვს, მარამ სათანადო ფართს ვეძებთ. არ ვიცით 2023  წელს მოესწრება თუ არა. ისეთი ბრენდისთვის, როგორიც LEFTIES-ია ყველა სავაჭრო ცენტრი საინტერესეოა, ძირითად სავაჭრო ცენტრებს ვგულისხმობ, მაგრამ კონკრეტული მოთხოვნა გვაქვს კვადრატულობასთან დაკავშირებით, რომელიც არ არის მარტივი დასაკმაყოფილებელი.

როდესაც ბრენდი შემოგვყავს, პირველი მაღაზია აუცილებლად საუკეთესო უნდა იყოს. მეორე და მესამე შეიძლება სტანდართული ფორმატის გავაკეთოთ, მაგრამ პირველის შემთხვევაში გვჭირდება დიდი სივრცე და ამიტომ ეს პროცესი ცოტა გაგვიჭიანურდა.

2024 წლამდეც რომ გადაიდოს, ამით არაფერი დაშავდება, პროექტები არ გვაკლია,“-აღნიშნა რეზო მაღალაშვილმა.

ცნობისთვის, Lefties-ი გლობალური ჯგუფი Inditex-ის ერთადერთი ბრენდია, რომელიც ამ დროისთვის საქართველოში წარმოდგენილი არ არის.

„რითეილ გრუპ ჯორჯიამ“ 2023 წელს ამ ბრენდის შემოყვანასთან დაკავშირებით, გასული წლის სექტემბერში განაცხადა. შეგახსენებთ, „რეითეილ გრუპ ჯორჯია” ქვეყანაში 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის 60 მაღაზიას წარადგენს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023