ბიზნესი
02/11/2023

"ქართულ მეღვინეობას გააჩნია განუსაზღვრელი პოტენციალი, იყოს საუკეთესო მსოფლიო ბაზარზე"

მეღვინეობა „ჩელთი“  ღვინის საერთაშორისო კონკურსზე -  IWSC   „მემკვიდრეობის ხაზის“ ქვეშ ჩამოსხმულ ღვინოებს წარადგენს.

25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით საქართველო  ღვინის საერთაშორისო კონკურსს IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს წელს მეორედ უმასპინძლებს. კონკურსზე წარმოდგენილ ღვინოებს პროფესიონალი, საერთაშორისო და ადგილობრივი მსაჯები შეაფასებენ. ევროპის საუკეთესო სომელიეები, ღვინის ბაიერები და ექსპერტები გაუზიარებენ ქართველ მეღვინეებს საკუთარ გამოცდილებას და მისცემენ მათ რჩევებს.

მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს საკუთარი გამოცდილება გამორჩეულმა ბრიტანელმა ექსპერტებმა გაუზიარეს. იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს  ღვინო და გამოიკვეთოს  მისი ნამდვილი ღირებულება, საკმარისი დრო უნდა დაეთმოს მის გასინჯვას - დაგემოვნებას. ექსპერტთა თქმით, IWSC-ის ჯილდოს მიღება მარტივი ნამდვილად  არ არის და სწორედ ეს ფაქტი ანიჭებს  ჯილდოს მნიშვნელობას. 

შარშან, კომპეტენტური ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა და კონკურსზე დარეგისტრირებული უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის - 487 ქართული ღვინოდან მედალი 288 მათგანს გადასცა.  16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო! - პირველად ისტორიაში, ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთარ ქვეყანაში მოიპოვეს.

ოქროს მედლის მფლობელი გახდა მეღვინეობა „ჩელთის“ წარმოებული ღვინო „ქისი ქვევრიც“. აღსანიშნავია, რომ „ჩელთის“ წარმოების 80% ექსპორტზე ევროპის 27 ქვეყანაში გადის. შესაბამისად, როგორც „ჩელთის“ კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი აღნიშნავს, მათთვის საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა და შემდეგ გამარჯვება საკმაოდ მნიშვნელოვანია.  გამარჯვების  ფაქტი კი ადასტურებს, რომ ქართულ მეღვინეობას გააჩნია განუსაზღვრელი პოტენციალი იყოს საუკეთესო მსოფლიო ბაზარზე.  „ჩელთი“ ღვინის საერთაშორისო კონკურსში -  IWSC წელსაც მონაწილეობს და ამჯერად, მეღვინეობა  „მემკვიდრეობის ხაზის“ ქვეშ ჩამოსხმულ ღვინოებს წარადგენს, რომელიც  პრემიუმ სეგმენტისთვისაა განკუთვნილი.

ცნობისათვის, მეღვინეობა „ჩელთის” ისტორია ერთი საუკუნის წინ დაიწყო. სოფელ შილდაში მირიანაშვილების წინაპრებმა მამაპაპისეულ ვენახებში პირველი მარანი ააშენეს და ყურძნის დაწურვას იმ დროისათვის საკმაოდ მასშტაბური ფორმა მისცეს. მას შემდეგ ოჯახური ტრადიცია არ დარღვეულა. 2001 წელს გიორგი მირიანაშვილმა ამ ადგილას საწარმო და ვენახები გააშენა. 80 ჰექტარზე დღეისათვის გაერთიანებულია ვენახი, ტრადიციული და კლასიკური მარანი, მიწისქვეშა ღვინის საძველე და ტურისტული კომპლექსი. ერთ ტერიტორიაზე გაშენებული ვენახები და საწარმო მეღვინეობას საშუალებას აძლევს ყურძნის კრეფისა და დაწურვის პროცესი სრულად გააკონტროლოს.

ქართული ღვინის ცნობადობა მთელ მსოფლიოში ძალიან გაზრდილიამეღვინეობა "ჩელთი" კი  აქტიურად ცდილობს ამაში წვლილი შეიტანოს. ძალიან გვიხარია, რომ ქართული ღვინოები უცხოელი მომხმარებლებისთვის საინტერესოა. მისი  ცნობადობის ამაღლებაში დიდ როლს ასრულებს საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ არ გამოვტოვოთ და მივიღოთ მონაწილეობა, ხშირ შემთხვევაში წარმატებასაც ვაღწევთ. წელსაც მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ღვინის საერთაშორისო კონკურსში -  IWSC, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უკვე მეორედ მასპინძლობს. როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე გადიხარ, შენი პარტნიორი კომაპანია საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შენ მიერ შეთავაზებული ღვინოს რა ჯილდოები და აღიარება აქვს მიღებული. ეს უკვე ერთი წინგადადგმული ნაბიჯია მოხვდე საერთაშორისო ბაზრებზე. ასევე, საკმაოდ საინტერესოა ჟიურის წევრებისგან გაზიარებული რჩევები, გამოცდილება და შეფასება,“ - განმარტავს ანა მირიანაშვილი.

„ჩელთის“ სამომავლო გეგმებში საკუთარი ვენახების გაფართოება შედის. როგორც მეღვინეობის წარმომადგენელი აღნიშნავს, 20 ჰექტარ ტერიტორიაზე განსხვავებული ჯიშის ყურძნის ვენახის გაშენება იგეგმება, რის ხარჯზე გაიზრდება პროდუქციის რაოდენობაც.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023