ბიზნესი
09/12/2020

“ქართულ საზოგადოებაში ხელნაკეთი ფეხსაცმელი საკმარისად დაფასებული არ არის“ -  Shoesofrenia

ქართული ხელნაკეთი ფეხსაცმლის სახელოსნო Shoesofrenia  საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებას კიდევ უფრო აქტიურად გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხსაცმელი მსოფლიოს ოთხ ქვეყანაში უკვე იყიდება, კომპანიაში აცხადებენ, რომ უფრო მასშტაბური ხელმისაწვდომობის რესურსი და შესაძლებლობა აქვთ.

2020 წელი ბრენდისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა - ფეხსაცმლის საერთაშორისო გამოფენაზე (MICAM MILANO FW 2020-2021) „შუზოფრენია“ Luxury-ის კატეგორიაში John Galliano-ს, TRUSSARDI-ის და Roberto Cavalli-ის გვერდით მოხვდა. გამოფენაში მონაწილეობა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის თანადაფინანსებით განხორციელდა.

Shoesofrenia ბრენდის ქვეშ შექმნილი თითოეული ფეხსაცმელი ორიგინალია და დამზადებულია კლიენტის ინდივიდუალური ზომების შესაბამისად, მთლიანად ხელით და მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნატურალური მასალით. ფასები, ადგილობრივი ბაზრისთვის საერთაშორისო გაყიდვების ღირებულებას რამდენჯერმე ჩამორჩება.

„პანდემიამ, რა თქმა უნდა, ისევე როგორც უამრავი ბიზნესსაქმიანობა, ჩვენც დაგვაბრკოლა, ძალიან ბევრი თანამშრომლობა და შემოთავაზება გარკვეული ვადით გადაიდო, შემცირდა მომხარებლის მსყიდველუნარიანობაც, თუმცა, წარმოება მაინც არ გაჩერებულა - გავაძლიერეთ ონლაინ გაყიდვები და იმედს ვიტოვებთ, რომ შემდეგ წლის თებერვალში საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას ისევ შევძლებთ. ქართულ საზოგადოებაში ხელნაკეთი ფეხსაცმელი, შეიძლება ითქვას, რომ საკმარისად დაფასებული არ არის, ეს შრომა ნამდვილად ძვირადღირებულია, ერთი ფეხსაცმლის დამზადებას 2 კვირამდე ვანდომებთ, ხარისხი ყველა სტანდარტს უპრობლემოდ აკმაყოფილებს, ამიტომ, ვთვლით, რომ ჩვენი საერთაშორისო პოტენციალი უფრო დიდი და მზარდია.“ - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან საუბრისას“ Shoesofrenia-ს დიზაინერი და მარკეტინგის მენეჯერი თეონა ტრაპაიძე.

კომპანია თანამშრომლობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ დიზაინერებთანაც. არაერთი წყვილი ფეხსაცმელი შეკერილა ანტვერპენის სამეფო აკადემიის სამხატვრო აკადემიის და ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტის სენტ-მარტინსის სადიპლომო ესკიზების მიხედვით. ხელნაკეთი ფეხსაცმლის სახელოსნო ამ ეტაპზე 7 ადამიანს ასაქმებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023