ბიზნესი
27/01/2023

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის მხარდაჭერას ომის დაწყების პირველი დღეებიდან სხვადასხვა აქტივობით გამოხატავს.

ზამთრის დადგომასთან ერთად, უკრაინაში ელექტროსადგურების და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებამ, ქვეყნის ემერგომომარაგებას სერიოზული საფრთხე შეუქმნა, მათ შორის სასიცოცხლო ობიექტების: საავადმყოფოების, პურის ქარხნების და სკოლების გამართულ ფუნქციონირებას. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობამ სოლიდარობის აქციის ფარგლებში „დავეხმაროთ ენერგოკრიზისში მყოფ უკრაინას“ რამდენიმე კვირაში ნახევარი მილიონის ლარის მობილიზება მოახდინა, ჰუმანიტარულ აქციას ქართული ბიზნესიც შეუერთდა.

კომპანია GM Pharma (PSP ჯგუფი) და „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ (GIG ჯგუფი) 300 - 300 ათასი ლარი გამოყვეს გენერატორების შესაძენად. ჰუმანიტარული ტვირთით პირველი კონტეინერები დეკემბერში ჩავიდა უკრაიანში, ამ კვირაში მეორე პარტიის მიწოდება გახდა შესაძლებელი. ჯამში, უკრაიანას მიეწოდა 290 კვ.ა. სიმძლავრის ინდუსტრიული გენერატორი,  6,5კვ.ა. სიმძლავრის 41 ცალი, 110 კვ.ა. 4 ცალი და 55 კვ.ა. სიმძლავრის გენერატორი.  

მიმდინარე ომის გათვალისიწნებით, მკაცრი ზამთრის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანური თანადგომა და სოლიდარობა. ამ მიზნით, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად საქართველოს საზოგადოება და ქართული ბიზნესი კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023