ბიზნესი
12/05/2021

ქართული ბოტანიკური სასმელი "კაი" ექსპორტზე გასასვლელად ემზადება

პირველი ქართული ბოტანიკური სასმელი „კაი“ ექსპორტზე რუსეთსა და ყაზახეთში გავა. მხარეებს სატესტო ნიმუშები უკვე გაეგზავნათ. მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს თურქულ მხარესთანაც.

გამაგრილებელი სასმელი ქართველი მეცნიერების მიერ შემუშავებული ფორმულით შეიქმნა და ალპური კავკასიონის 16 მცენარისგანაა დამზადებული.

რებრენდინგის პროცესმა ცოტა შეგვაფერხა, თუმცა ახლა უკვე პროცესი დავასრულეთ და გადავდივართ აქტიურ მუშაობაზე. ახლა ვმასპინძლობთ რუსულ მხარეს, რომელთანაც საბოლოო კომუნიკაციას გავდივართ და ივნისში ალბათ პირველ პარტიას გავაგზავნით. ჩვენ ძველ პარტნიორებთან მოლაპარაკებები განვაახლეთ ყაზახეთშიც. სატესტო ნიმუშები გაგზავნილი გვაქვს და დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ ეტაპისთვის თვეში დაახლოებით 150 000 ბოთლს ვაწარმოებთ მხოლოდ ქართული ბაზრისთვის თუმცა იმედი გვაქვს, უკვე შემოდგომაზე ექსპორტის საკითხის დარეგულირების შემდეგ ამ ციფრს გავასამმაგებთ," - ამბობს "კაის" მენეჯერი ნინო ბაკურაძე.

ამ ეტაპზე სასმელს კომპანია პარტნიორ საწარმოში ამზადებს, თუმცა უკვე შერჩეულია ტერიტორია, სადაც ახალი ქარხანა აშენდება. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ფინანსების დროულად მოძიების შემთხვევაში 10 მილიონ დოლარამდე ინვესტიციით საკუთარ საწარმოში მომავალი წლისთვის 200-მდე ადამიანს დაასაქმებენ.

შევიძინეთ მიწა ბულაჩაურში, რადგან იმ ზონაში საკმაოდ კარგი წყალია რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი დეტალია. მშენებლობა იქიდან გამომდინარე, რომ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული ჯერ არ დაგვიწყია, თუმცა ფინანსების მოძიების ეტაპზე ვართ და ვფიქრობთ, ამ საკითხს მალე მოვაგვარებთ. საკმაოდ დიდი საწარმო იქნება ვინაიდან გვჭირდება მინიმუმ 3 წარმოების ხაზი: პეტის, შუშის და ქილის წარმოებისთვის. საშუალოდ ჩვენი გათვლებით 10 მლნ დოლარამდე ინვესტიცია დასჭირდება მხოლოდ საწარმოს აღჭურვას. ვფიქრობთ, მომავალი წლის გაზაფხულზე დავიწყებთ სამუშაოებს.“- ამბობს ნინო ბაკურაძე.

ამ ეტაპზე „კაის“ ბრენდის ქვეშ 2 სახეობის სასმელი შედის - კლასიკური და საფერავი, თუმცა შემოდგომაზე წარმოებაში გაეშვება დიაბეტური ხაზიც.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023