ბიზნესი
21/01/2021

ქართული დასალევი ხილ-ბოსტნეული "კეთილი და პატიოსანი" აშშ-ში გაიყიდება

დასალევი ხილ-ბოსტნეული „კეთილი და პატიოსანი“, რომელიც შაქრისა და მავნე დანამატების გარეშე მზადდება, უკვე გავიდა ამერიკის ბაზარზე. კომპანიის დამფუძნებლის გიორგი ახალაძის თქმით, სასარგებლო სასმელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და დადებითი გამოხმაურება გამოიწვია, როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე დაინტერესდნენ სხვა ქვეყნებიც.

„ამ ეტაპზე, 300 მგ შეფუთვაში 6 დასახლების დასალევი ხილ-ბოსტნეული გვაქვს და გაზაფხულზე დაემატება 2 ახალი გემო. სასმელის შეძენა შესაძლებელია ქსელურ მაღაზიებში, ასევე ონლაინ პლატფორმებზე.  

საწყის ეტაპზე ვაწარმოეთ 40 000 ბოთლი. ჩვენი პროდუქტი უკვე გავიდა ექსპორტზე ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში. ასევე, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ბრიტანეთთან, უკრაინასთან და შეკვეთის მომზადების პროცესში ვართ ყატართან,“ – აღნიშნავს გიორგი ახალაძე.

„კეთილი და პატიოსანი“ გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში „ქართული აგროპროდუქტის“ საწარმოში მზადდება, რომელიც თავის მხრივ წელიწადში 500–1000 ტონა ხილის ექსპორტს უკრაინაში, ყაზახეთში, ბელარუსსა და რუსეთში ახორციელებს.

„ჩვენი პროდუქტი გამოირჩევა იმით, რომ უარს ვამბობთ შაქარზე და სხვა ხელოვნურ დანამატებზე. ბევრი გეგმები გვაქვს, ხილი რომელსაც ვამუშავებთ მრავალფეროვან შესაძლებლობებს იძლევა. გვინდა ბავშვთა კვების ხაზის შექმნა. სამწუხაროდ, პანდემიამ ხელი შეგვიშალა მსოფლიოს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობასა და პროდუქტის წარდგენაში, იმედი გვაქვს სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ შევძლებთ ჩვენი სასმელის კიდევ უფრო აქტიურად პოპულარიზაციას,“ – აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023