ბიზნესი
13/11/2020

ქართული ღვინის ბრენდი Lost Eden-ის პროდუქცია აშშ-ში გაიყიდება

ქართული ღვინის ბრენდი Lost Eden-ის პროდუქცია აშშ-ს ოთხ შტატში გაიყიდება.

ამერიკის უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია Southern Glazer's Wine & Spirits საქართველოდან Lost Eden-ის წითელ ღვინოებს დელავერში, ფლორიდაში, პენსილვანიასა და ნიუ-ჰემფშირში წარადგენს.

აღნიშნული ბრენდისთვის მსოფლიოს უმსხვილეს, ღვინის ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა wine.com-ზე შეიქმნა კატეგორია Country of Georgia. აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის კატეგორია ამ დრომდე აღნიშნულ პლატფორმაზე არ არსებობდა.

ქართული კომპანია ამერიკის ათობით ციფრული მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. Lost Eden -ის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე 20 ათასამდე ბოთლი ღვინოა რეალიზებული.

ბრენდი შექმნილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობით და მუშაობს ექსკლუზიურად ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვის.

უწყებაში განმარტავენ, რომ პროექტის მიზანია, ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია, რათა საქართველო არ იყოს დამოკიდებული ერთ რომელიმე ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოლო 5 წლის განმავლობაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია. მიმდინარე წლის 10 თვეში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 804 000 ბოთლი ღვინო, რაც 33%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023