ბიზნესი
12/04/2021

ქართული კერამიკა საექსპორტო ბაზრებზე - White Studio მადრიდში ბრენდირებული მაღაზიის გახსნას გეგმავს

პანდემიის გავლენით საქართველოში წარმოებულ კერამიკის პროდუქციაზე ფასები იზრდება. მიზეზი გადაზიდვებთან დაკავშირებული შეზღუდვების გარდა ლარის კურსის არასტაბილურობაა. იმის გამო, რომ ქვეყანაში ხარისხიანი თიხა არ იწარმოება ნედლეული იმპორტზე შემოდის და მისი შესყიდვა სხვა ვალუტაში ხდება.

„პანდემიამ გამოიწვია ის, რომ როგორც ყველა სხვა ბიზნესი ჩვენც შეგვექმნა პრობლემები. მზარდი ინტერესის მიუხედავად მოთხოვნა საქართველოში მაინც შემცირებულია. ამას ძირითადად ფასები განაპირობებს. იმპორტულ ნედლეულზე ვმუშაობთ, ვინაიდან სამწუხაროდ საქართველოში ხარისხიანი თიხა არ იწარმოება. როგორც შეფერხდა მთელი მსოფლიო ისე გაჩერდა ის ქარხანაც რომელიც თიხით გვამარაგებდა. ამას დაემატა კურსის ცვლილება, რამაც კიდევ უფრო გაგვიძვირა მასალა. როგორც მინიმუმ პროდუქციის თვითღირებულება დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი,“ - განმარტავს White Studio-ს თანადამფუძნებელი ნატო ერისთავი.

პროდუქციის გაძვირებით გამოწვეული გაყიდვების კლების დაბალანსებას White Studio ექსპორტით გეგმავს, მიმდინარე წლიდან კი ადგილობრივ ბაზარზე საერთო წარმოების მხოლოდ 20%-ს გაყიდიან.

White Studio-ს კერამიკის პროდუქტები მადრიდში, ჰოლანდიაში, ამერიკასა და მეზობელ ქვეყნებში გაიყიდება. 2021 წელს მადრიდში დაგეგმილია ბრენდირებული მაღაზიის გახსნაც.

„ჩვენი ახალი გეგმა ის არის, რომ პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ და მივაწდოთ მიზნობრივ აუდიტორიას, მათ, ვისთვისაც გაზრდილი ფასიც კი მისაღები იქნება. ასეთი ხარისხის პროდუქციის, თუნდაც გაძვირებული, ფასი ევროპის ბაზარისთვის მაინც მინიმალურია. ძალიან რთულია ასეთი კომპანიის შენარჩუნება და განვითარება ქართულ ბაზარზე. ჩვენი პროდუქცია მაღალი ხარისხისა და მხატვრული ღირებულებისაა, სამწუხაროდ, საქართველოს ბაზარი არ არის მზად რომ მომხმარებლების დიდმა ნაწილმა შესაბამისი თანხა გადაიხადოს ჩვენს პროდუქციაში. გვყავს პარტნიორები რომლებიც მუშაობენ გაყიდვებზე. ჩვენს პროდუქციას სთავაზობენ უცხოელ დიზაინერებს. ისინი კი საკუთარ დიზაინებში ინტერიერში ჩვენს პროდუქციას იყენებენ. ვპარტნიორობთ სხვადასხვა ჰოლანდიურ საიტთან. მალე დაიწყება გაყიდვები მადრიდში. ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, ლატვიასთან და ა.შ. ჩვენი ყველა მცდელობა ემსახურება მიზანს, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა დავაინტერესოთ ჩვენი პროდუქციით,“ - განმარტავს ნატო ერისთავი.

ორი მეგობრის – კერამიკოსი, ნატო ერისთავის და დიზაინერი, ნინო ყამბარაშვილის ერთობლივი იდეა, დაეარსებინათ კერამიკის სახელოსნო, 2013 წელს ექსპერიმენტის სახით დაიწყო. White Studio”ამ დროისთვის 40-მდე ადამიანს ასაქმებს. კომპანიის ბაზაზე არსებობს სახელოსნოც, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს კერამიკაზე მუშაობას ასწავლიან.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023