ბიზნესი
28/07/2023

"ქართული ხიზილალა" საფირმო მაღაზიას თბილისშიც გახსნის

"ქართული ხიზილალა" საფირმო მაღაზიას თბილისშიც გახსნის. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალას“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე დადიანიძემ განუცხადა, ამ კუთხით სამუშოები უკვე დაწყებულია. 

„როგორც იცით, ამჟამად, ერთ სარეალიზაციო წერტილს ვფლობთ, ისიც ჩვენივე მეურნეობაში, გორის რაიონში. გვინდა, რომ 2023 წლის ბოლომდე თბილისშიც გავხსნათ საფირმო მაღაზია. ამჟამად, მიმდინარეობს ადგილის შერჩევის პროცესი“, - აღნიშნა „ქართული ხიზილალას“ ხელმძღვანელმა.

ალექსანდრე დადიანიძეს განმარტებით, „ქართული ხიზილალას“ პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები სწორედ დედაქალაქის მაცხოვრებლები და ტურისტები არიან.

„ტურისტების ნაკადი წლიდან წლამდე მზარდია. ისინი ჩვენს მეურნეობას ეცნობიან, ათვალიერებენ, შემდეგ „ქართული ხიზილალას“ პროდუქციას ადგილზე  აგემოვნებენ და ყიდულობენ. სხვათაშორის, მაღალი ინტერესია ტაილანდელი, ტაივანელი და ზოგადად, აზიიდან ჩამოსული ტურისტების მხრიდან“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ დადიანიძემ.

ცნობისთვის, კომპანია „ქართული ხიზილალა“ ბაზარზე 2003 წელს გამოჩნდა. მის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში მდებარე რამდენიმე თევზსაშენი, საფირმო მაღაზია და რესტორანი „თევზის სახლი“. ამ ეტაპზე, კომპანია წელიწადში 150  ტონაზე მეტ სხვადასხვა სახეობის თევზს აწარმოებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023