ბიზნესი
31/05/2023

ქართული მობილური თამაშის, Kartvelian Legends-ის, ბეტა ვერსია გლობალურ ბაზარზე იანვარში გაეშვება


ახალი ქართული მობილური თამაშის, Kartvelian Legends-ის, ბეტა ვერსია გლობალურ ბაზარზე იანვარში გაეშვება.

თამაშში ქართული მითოლოგიისა და ზღაპრის 15 პერსონაჟი იქნება გაცოცხლებული და აპლიკაციის სახით App Store-სა და Google Play-ზე იქნება ხელმისაწვდომი. Kartvelian Legends-ის სამიზნე აუდიტორია 9-დან 38 წლამდე ადამიანები არიან.

როგორც Kartvelian Legends-ის  შემქმნელები „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებენ, თამაში ახლა პროტოტიპირების ეტაპზეა. იქმნება პერსონაჟები და დაწყებულია თამაშის რეალური კადრირება, რაშიც გუნდს GITA-ს 25 000 ლარიანი რეგიონალური გრანტი ეხმარება.

ქართულ თამაშს, სადაც მოვლენები ერთ რუკაზე ვითარდება და მოთამაშეების მიზანი თვითგადარჩენაა, როგორც სოლო, ასევე რამდენიმე მოთამაშის რეჟიმი ექნება.

მათივე თქმით, თამაშის მიმართ ინტერესი უკვე გაჩნდა და მოლოდინები, როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე, პოზიტიურია.

„ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებელი უკვე გველოდება. რაც შეეხება გლობალურ ბაზარს, ძირითადად ფოკუსირებას აზიისა და ევროპის რეგიონებზე ვაკეთებთ.  ველოდებით დადებით გამოხმაურებას, რადგან მსგავსი ტიპის თამაშები ამ რეგიონებში ძალიან პოპულარულია,“ - აღნიშნავს Kartvelian Legends - ის დეველოპერი, მზეო დევაძე.

ქართული თამაში ყველა მომხმარებლისთვის უფასო იქნება.

შემოსავლის მიღებას გუნდი თამაშში ინტეგრირებული რეკლამებითა და იმ ნივთებისა და სკინების რეალიზაციით ელის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023