ბიზნესი
26/03/2021

"ქართული პორტების გამოწვევა ევროპის ქვეყნებთან რეგულარული საბორნე მიმოსვლის ნაკლებობაა"

„ევროკავშირის ქვეყნებთან ლოგისტიკა და სატრანსპორტო ურთიერთობები ნამდვილად არ შეესაბამება იმ დონეს და დინამიკას, რაც ჩვენ სავაჭრო ურთიერთობას გააჩნია,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავას განმარტებით, ქართული პორტების გამოწვევა ევროპის ქვეყნებთან რეგულარული საბორნე მიმოსვლის ნაკლებობაა.

„ევროკავშირი ჩვენი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ეს სავაჭრო ურთიერთობა არის გამოხატული რიცხვებში, რაც ექსპორტში 22%-ს, ხოლო იმპორტში 24-ს შეადგენს. ლოგისტიკა და სატრანსპორტო ურთიერთობები ნამდვილად არ შეესაბამება იმ დონეს და დინამიკას, რაც ჩვენ სავაჭრო ურთიერთობას გააჩნია. მაგალითად, საქართველოსა და რუმინეთის პორტებს შორის რეგულარული საბორნე მიმოსვლა, სამწუხაროდ, არ არსებობს. იგივე ეხება საქართველოსა და ბულგარეთს შორის კავშირებს, ასევე საქართველოსა და უკრაინას შორის კავშირებს. 2019 წელს გავაკეთეთ კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ სატრანსპორტო პრობლემების მოგვარება ორმხრივად საინტერესო და მომგებიანია. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ კერძო სექტორიც ჩაერთვება ამ პროექტებში. თუმცა ეს პროექტები რომ გახდეს უფრო რეალისტური, სახელმწიფოს ჩართულობა კერძო-საჯარო პარტნიორობის პრონციპით, აუცილებელია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023