ბიზნესი
18/11/2020

ქართული სამკერვალო კომპანია "ჩუუ“ გაფართოებას გეგმავს

ქართული სამკერვალო კომპანია „ჩუუ“ გაფართოებას გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის თანადამფუძნებელმა ხათუნა ჩუგოშვილმა განაცხადა, კომპანია კერავს როგორც ქალის, ისე მამაკაცის სამოსს. მათ შორისაა, კაბები, პალტოები, დუტის ქურთუკები, ჰუდები და სხვა.

კომპანია „ჩუუს“ თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ სამოსის რეალიზებას კომპანია ონლაინ ახდენს. რაც შეეხება ქსოვილს, ჩუგოშვილის აცხადებს, რომ მისი შესყიდვა ადგილობრივად, სხვადასხვა ლოკაციაზე ხდება.

სამომავლოდ დაგეგმილია როგორც საკუთარი საწარმოს გაკეთება, ისე შოუ-რუმის მოწყობა. ამისთვის კომპანია სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის მიღებასაც გეგმავს.

როგორც ხათუნა ჩუგოშვილი აცხადებს, იმისთვის რომ  კომპანიამ განვითარება შეძლოს, აუცილებელია დაფინანსების მოძიება, რომელიც ჯამში დაახლოებით 25 000 -30 000  ლარს შეადგენს.

მისი ინფორმაციით, ამჟამად კომპანიას საკუთარი საწარმო არ აქვს და შეკვეთების შესრულებას თანამშრომლების ლოკაციებიდან გამომდინარე ახდენს.

„დასაქმებული გვყავს 5 ადამიანი, აქედან უმრავლესობა სახლიდან მუშაობს. კარგი იქნება გვქონდეს ერთიანი სივრცე, სადაც გვექნება როგორც სამკერვალო დარბაზი თავისი მანქანა-დანადგარებით, ისე შოუ-რუმი, რათა მომხმარებლისთვის თვალსაჩინო გახდეს ჩვენი პროდუქცია. ვფიქრობთ, იყოს ქარგვის და პრინტის ხაზიც, თუმცა, ამ ყველაფერს ფინანსები სჭირდება,“ - აცხადებს ხათუნა ჩუგოშვილი.

„ჩუუმ“ საქმიანობა გასულ წელს მინიმალური კაპიტალით დაიწყო.

„ეს ბიზნესი ჩემს კომპანიონთან, ზურაბ კილასონიასთან ერთად დავიწყე. ვკერავდით დუტის ქურთუკებს, დღეს კი ასორტიმენტი გავფართოვეთ. გამომდინარე პანდემისაა გასულ წელთან შედარებით შემოსავლები ჩვენც შეგვიმცირდა. მიუხედავად ამისა, შევდივართ მოსახლეობის მდგომარეობაში და  მინიმალურ მოგების მარჟაზე ვმუშაობთ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მომხმარებლის კეთილგანწყობა უპირველესია, შესაბამისად, კომპანიის პრიორიტეტი სწორედ ამ კეთილგანწყობის მოპოვებაა. ამისთვის კომპანია „ჩუუ“ თავისი პროფესიონალი გუნდით ყველაფერს აკეთებს,“ - აცხადებს ხათუნა ჩუგოშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023