ბიზნესი
04/11/2020

“ქართული ტექსტილი“ სახელმწიფოს დღეში 500 000 პირბადეს აწვდის - ერთი ცალის ფასი 18 თეთრია

ქართული პირბადის მწარმოებელი კომპანია „ქართული ტექსტილი“ დღეში 0,5 მლნ ცალ ერთჯერად პირბადეს აწარმოებს. როგორც კომპანიის დირექტორი ირაკლი გვენეტაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად კომპანია სახელმწიფოს ერთ ცალ პირბადეს 18 თეთრად აწვდის.

მისი ინფორმაციით, კომპანია მიმდინარე წლის მაისამდე მხოლოდ დოლბანდის მრავალჯერად პირბადეებს აწარმოებდა, თუმცა ახალი დანადგარების დამონტაჟების შემდეგ, „ქართული ტექსტილი“ ერთჯერად პირბადეებსაც აწარმოებს.

როგორც გვენეტაძე განმარტავს, მრავალჯერად პირბადეებს ძირითადად სამშენებლო კომპანიები მოიხმარენ. „ამ დროისთვის მრავალჯერადს აღარ ვაწარმოებთ, რადგან 3 მლნ ცალი დასაწყობებული გვაქვს,“ - აცხადებს გვენეტაძე.

„ქართული  ტექსტილის“ ხელმძღვანელი პირბადეებზე დეფიციტს გამორიცხავს. კომპანიას  პირბადები ექსპორტზეც გააქვს როგორც ამერიკაში, ისე ევროპის ქვეყნებში.

"ქართული ტექსტილი“  2018 წელს დაფუძნდა და ის შპს Miller Industrial Group-ის შვილობილი კომპანიაა. კომპანიას საწარმო აქვს როგორც თბილისში, ასევე ტყიბულში, სულ Miller Industrial Group-ში 300-მდე ადამიანია დასაქმებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023