ბიზნესი
05/10/2020

ქართული თემატიკით შექმნილი აქსესუარები - Georgian Memory აშშ-ში პროდუქტის გატანას გეგმავს

Georgian Memory–ი მომხმარებელს ქართული თემატიკით შექმნილ აქსესუარებს სთავაზობს.

შარფებზე დატანილი ილუსტრაციები საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ მოგვითხრობს. თითოეული შარფი მოთავსებულია ბრენდირებულ ყუთში, რომელსაც მოყვება ბროშურა ქართულ და ინგლისურ ენაზე, სადაც მოცემულია ინფორმაცია თუ რა კავშირი აქვს შარფზე დატანილ ილუსტრაციას საქართველოსთან.

„ჩვენს ბრენდს აქვს შარფების ცალკე ხაზიც, რომლებზეც დატანილია ქართველი თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები. ამით პოპულარიზაციას ვუწევთ მათ შემოქმედებას, როგორც საქართველოში ისე საზღვრებს გარეთ. თვითიზოლაციის პერიოდში მეტი დრო გვქონდა, ამიტომ შარფების ხაზს დავამატეთ ქართული თემატიკის სუფრები, თმის სამაგრები და ჰუდები. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას. ჩვენი პროდუქტები თავისი შეფუთვით, საინტერესო და დასამახსოვრებელი სუვენირია უცხოელი სტუმრებისათვის, რომელიც მათ, ჩვენს ქვეყანას გაახსენებს,“ – აღნიშნავს დამფუძნებელი.

Georgian Memory-მ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, რომ პროცესის დისტანციურ მართვაზე გადასვლა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. გარდა ამისა, სავაჭრო ობიექტების დაკეტვამ, პირდაპირი გავლენა იქონია შემოსავლის კლებაზე. ბრენდის სამიზნე აუდიტორიას, ქართველი მომხმარებლების გარდა, შეადგენენ ტურისტები, ფრენების აკრძალვამ კი პროდუქტისადმი მოთხოვნა დაახლოებით 30%-ით შეამცირა.

„პრობლემა შეიქმნა წარმოებაშიც. საბედნიეროდ მასალის საკმარისი მარაგი გვქონდა, რომ გავმკლავებოდით პანდემიისგან გამოწვეულ სირთულეებს. ამ პერიოდში რეალიზაციას ვახდენდით ონლაინ და ვიყენებდით ადგილზე მიწოდების სერვისს. მომხმრებლებს ვთავაზობდით აქციებსა და ფასდაკლებებს,“ – აღნიშნავს ბრენდის წარმომადგენელი.

Georgian Memory თბილისი მოლში წარმოდგენილია სტენდით, ასევე, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ და გათვლილია საშუალო სეგმენტზე. ბრენდი მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებზე, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამერიკაში პროდუქტის გატანასთან დაკავშირებით. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023