ბიზნესი
26/10/2023

"ქართული თხილის ექსპორტით სკანდინავიური ქვეყნები დაინტრესდნენ"

"ქართული თხილის ექსპორტით სკანდინავიური ქვეყნები დაინტრესდნენ,"-ამის შესახებ გადაცემა "ბიზნეს პოსტში" GPR Nuts-ის თანადამფუძნებელმა, ბაია სალუქვაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე საექსპორტო ბაზრებად კვლავ ევროკავშირის ქვეყნები რჩებიან. მათ შორისაა გერმანია, იტალია და ეტაპობრივად,აქტიურდება საფრანგეთის ბაზარიც.

"საერთაშორისო გამოფენები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ექსპორტზე არიან ორიენტირებული. ევროპაში, წელიწადში ორჯერ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამოფენა, Anuga იმართება, სადაც ყოველწლიურად აქტიურად ვმონაწილეობთ. 

ყოველწლიურად დადებითი გამოხმაურებითა და შედეგებით ვბრუნდებით. ამის საფუძველს კი ის ხელშეკრულებები გვაძლევს, რომლებითაც გამოფენიდან დავბრუნდით. მოლაპარაკებები დავიწყეთ ახალ დამკვეთებთანაც,"-აცხადებს სალუქვაძე.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, წელს 40000-45000 ტონა თხილის მოსავალი აქვთ, რაც გასული წლის მონაცემებს მცირედით ჩამორჩება. კლება წელს არსებული კლიმატური პირობებითა და უამინდობითაა გამოწვეული.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023