ბიზნესი
09/03/2023

ქართული წარმოების ფერადი გორგოლაჭები მეზობელ ქვეყნებში გაიყიდება

ქართული, ფერადი გორგოლაჭები მეზობელ ქვეყნებში გაიყიდება. საექსპორტო გეგმებზე „ბიზნესპარტნიორთან“ ამიერკავკასიაში, გორგოლაჭების მწარმოებელი ერთადერთი საწარმოს - „მისკუზის“ თანამდამფუძნებელმა მარიამ ქემოკლიძემ ისაუბრა.

„მოგეხსენებათ,თავდაპირველად, საქართველოში წარმოებული ეკომეგობრული, ფერადი გორგოლაჭებით აშშ-ში დაინტერესდნენ. თუმცა, ტრანსპორტირების მაღალი ხარჯებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ამ ეტაპზე ამერიკაში ექსპორტისგან თავი შევიკავოთ და საწყის ეტაპზე, მეზობელ ქვეყნებში გავიდეთ.

როგორც იცით, მსოფლიო ბაზარზე გორგოლაჭებზე იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ საქართველოდან ამ პროდუქტის იმპორტით უკვე რამდენიმე ქვეყანა დაინტერესდა. საექსპორტო გეგმების განსახორციელებლად, უკვე გავზარდეთ წარმოება და სულ ცოტა ხნის წინ, ახალ საწარმოში გადავედით. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში, ქართული წარმოების ფერად გორგოლაჭებს მეზობელ ქვეყნებშიც გავყიდით“, - აღნიშნა მარიამ ქემოკლიძემ.

მისივე განმარტებით, „მისკუზის“ პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე ანალოგი არ აქვს, შესაბამისად, ინტერესი და გაყიდვების მაჩვენებელი მაღალია საქართველოშიც.

ცნობისთვის, საქართველოში ეკომეგობრული, ფერადი გორგოლაჭების წარმოება  იმპორტირებული ნედლეულით, 2022 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე, თვეში 100-მდე გორგოლაჭი იწარმოება. 

„მისკუზის“ დამფუძნებლები ამბობენ, რომ ამით ადგილობრივ ბაზარზე არსებულ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებენ და იმპორტირებულ პროდუქციასაც კონკურენციას უწევენ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023