ბიზნესი
08/02/2023

ქართული წარმოების ხელნაკეთი ფეხსაცმელი აშშ-ში გაიყიდება

საქართველოში, ადგილობრივი წარმოების ხელნაკეთ ფეხსაცმელებზე მოთხოვნა იზრდება. გასულ წელთან შედარებით, 2022 წელს, 30%-ით გაიზარდა გაყიდვების მაჩვენებელიც. სტარტაპი „გეოდე“ ერთ-ერთია იმ ბრენდებს შორის, რომელიც იმპორტირებული, ნატურალური ტყავით სხვადასხვა სახეობის 30-ამდე სახეობის ხელნაკეთ ფეხსაცმელს ქმნის და მალე, წარმოებულ პროდუქციას ექსპორტზეც გაიტანს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ქართული ბრენდის დამფუძნებელი თამარ ხებრელაშვილი აცხადებს, „გეოდემ“ საექსპორტო შეთანხმებებს აშშ-ში, საერთაშორისო გამოფენაზე მიაღწია. შედეგად,პანდემიის დროს, ხელოვნებიდან მიღებული ინსპირაციით შექმნილი, ქართული ხელნაკეთი ფეხსაცმელი ამერიკისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე მიმდინარე წლის ბოლომდე განათავსებდა.

„ჩვენმა ფეხსაცმელმა უცხოელი მყიდველის ყურადღება მისი უნიკალურობით მიიპყრო. ფეხსაცმლის თითოეული დეტალი იქმნება ხელით. მსოფლიოში, მსგავის ტიპის ფეხსაცმელი მხოლოდ ცნობილ ბრენდებს აქვთ, შესაბამისად, ისინი ძალიან ძვირის ღირს. ამიტომ, უცხოელი მყიდველებისთვის მისაღები და საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი ფასებიც, რომელიც საკმაოდ მოქნილი და დაბალია“, - აღნიშნა თამარ ხებრელაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ხელნაკეთ ფეხსაცმლეზე მუშაობა საკმაოდ შრომატევადი პროცესია. იმდენადაც კი, რომ თვეში 300 წყვილზე მეტის შეკერვა ვერ ხერხდება.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს დაარსებული ქართული ფეხსაცმლის ბრენდი, რომელიც ამჟამად პროდუქციის ონლაინ ყიდის, მიმდინარე წელს მაღაზიის გახსნას გეგმავს. განიხილება ტანსაცმლის წარმოების დაწყებაც. როგორც სტარტაპში აცხადებენ, თუ თავდაპირველად, ქართველი მომხმარებელი ადგილობრივი წარმოების პროდუქტის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი, ახლა ეს დამოკიდებულება შეცვლილია და წინა წელთან შედარებით, 2022 წელს, ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ხელნაკეთ ფეხსაცმელზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023