ბიზნესი
13/10/2020

ქართული წარმოების სიგარა და სიგარელა ისრაელში იყიდება

ქართული წარმოების სიგარა და სიგარელას ახალ საექსპორტო ბაზრებზე გატანა იგეგმება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სიგარის მწარმოებელი კომპანია „იმერის" ხელმძღვანელმა თამაზ თურმანიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე ისრაელ პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ისარელში თვეში 50 000 დოლარის პროდუქტი გადის.

მისივე განცხადებით, უახლოეს მომავალში იგეგმება  საექსპორტო ქვეყნების ნუსხის გაფართოება, რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ქართული სიგარის და სიგარელას კომპანიის წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ბათუმსა და ფოთის სუპერმარკეტებში იყიდება.

კომპანია „იმერი“ ამ დროისთვის 24 დასახელების ქართულ სიგარას და 5 დასახელების გასახვევ თამბაქოს აწარმოებს. პროდუქტი ბაზარზე „არგოს" ბრენდით იყიდება. 

„იმერი“ ხელით დამზადებულ სიგარას, სიგარელას და გასახვევ თამბაქოს 2014 წლიდან აწარმოებს. ქარხანა აჭარაში, ქედაში მდებარეობს. კომპანია 2 წლის წინ სახელმწიფო აგროპროექტის ფარგლებში 40 000 დოლარით დაფინანსდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023