ბიზნესი
24/09/2020

ქართველი ბლოგერის შექმნილი ბრენდი Anne Sidamoni Skincare-ი Amazon-ზე გამოჩნდა

ქართველი ბლოგერის კოსმეტიკური ბრენდი აშშ-ში გამოჩნდა. Anne Sidamoni Skincare-ი კოსმეტიკასა და მოვლის საშუალებებს უშვებს.

კოსმეტიკის ხაზი ორგანული პროდუქციის წარმოებაზეა ორიენტირებული. ბრენდის პროდუქცია პირველ ეტაპზე კანაფის ზეთის ბაზაზე იყო დამზადებული, თუმცა შემდეგ მას სხვა ორგანულ ინგრედიენტებზე დამზადებული პროდუქტებიც დაემატა.

Anne Sidamoni Skincare-ი Amazon-ზეც გამოჩნდა, რომელმაც კოსმეტიკურ ხაზს ბრენდის სტატუსი უკვე მიანიჭა.

მისი დამფუძნებლი ანა სიდამონიძე აშშ-ში ქართველი ემიგრანტია და მისთვის ეს დიდი წარმატებაა. როგორც ანა სიდამონიძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, Amazon-ის აღიარება გაყიდვებს გააქტიურებს.

კოსმეტიკური ხაზის გარდა 5-წლიან სამოქმედო გეგმაში ქართველი ემიგრანტი სპა ცენტრის გახსნასაც გეგმავს.

"პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ჩემს გვერდზე, ასევე Amazon-ზე. მნიშვნელოვანია, რომ Amazon-მა აღიარა Anne Sidamoni Skincare, როგორც ბრენდი, რაც რა თქმა უნდა, ჩემთვის სასიხარულოა. ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებ რამდენიმე აფთიაქთან. 5-წლიან გეგმაში შედის, მქონდეს ჩემი საკუთარი სპა, სადაც მექნება ჩემი პროდუქციის სტენდი," - აღნიშნავს ანა სიდამონიძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023