ბიზნესი
24/12/2020

ქართველი სტუდენტები ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტს შექმნიან

ქართველი სტუდენტები ნიკო ნიკოლაძის ჩეტბოტის შექმნაზე იმუშავებენ. საკითხზე მასშტაბური ჰაკათონი 19-21 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანიის “ჯეპრა“ ორგანიზებით გაიმართება.ჰაკათონში გამარჯვებული სტუდენტური გუნდი ნიკო ნიკოლაძის ციფრული ენობრივი ასლის – ჩეთბოტის შექმნაზე იმუშავებს, რომელიც ვებგვერდზე nikonikoladze.ge ინტეგრირდება.

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასების (X-XII კლასები) მოსწავლეებსა და აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ჰაკათონის შედეგად, შეიქმნება XIX-XX საუკუნის უდიდესი ნოვატორისა და ინტელექტუალის, ნიკო ნიკოლაძის ციფრული ენობრივი ასლი – ჩეთბოტი, რომელთან საუბრისას ადამიანებს გაუჩნდებათ განცდა თითქოს ნიკო თავად უყვება საკუთარ მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე. გარდა ამ მნიშვნელოვანი შედეგისა, ეს პროექტი კარგი შესაძლებლობაა უფროსკლასელებისა და სტუდენტებისთვის, რომ მათ შეიძინონ ახალი ცოდნა.

იანვრისა და თებერვლის თვეში ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბისა და ანიმაჩეთბოტიქსის მენტორები არაერთ ლექციასა და ვორშოფს ჩაატარებენ ჩეთბოტების შექმნის და განვითარების მიმართულებით.“- აცხადებს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანა კვანჭილაშვილი.

4 დღიანი ჰაკათონი დისტანციურ ფორმატში ჩატარდება პლატფორმა ზუმის გამოყენებით.ჰაკათონში მონაწილეობისათვის არ არის საჭირო სპეციფიკური ტექნიკური ცოდნა.

"ჩეთბოტის შექმნა ადამიანების უმეტესი ნაწილისთვის პროგრამირების ცოდნასთან და დიდ სირთულეებთან ასოცირდება ხოლმე. ამ ჰაკათონისა და მისი საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში, გვინდა, ყველას ვაჩვენოთ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება, მოკლე დროში შეისწავლოს ეს ტექნიკა და გახდეს ნარატივდიზაინერი, ანუ ჩეთბოტების მწერალი."- განმარატვს  ანიმაჩეტბოტიქსის პროექტების მენეჯერი მარიამ გოჩიაშვილი.

ჰაკათონის მთავარი პრიზი გულისხმობს ნიკო ნიკოლაძის პრემიის გადაცემას ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის I ადგილზე გასული გუნდისთვის – 2500 ლარის,  II ადგილზე – 1500 ლარის, ხოლო III ადგილზე გასული გუნდისთვის – 1000 ლარის ოდენობით.

სპეციალური პრიზი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან კი გადაეცემა 2 რჩეულ გუნდს, სკოლის მოსწავლეებისგან  დაკომპლექტებულ გუნდებს და ილიაუნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შორის. სტუდენტური გუნდის თითოეული წევრი მიიღებს 500 ლარიანი ვაუჩერს ილიაუნის ნებისმიერ აკადემიურ პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისთვის, ხოლო სტუდენტური გუნდი კი - 1000 ლარიან დაფინანსებას.

ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი I ადგილზე გასულ გუნდს გაუწევს რამდენიმეთვიან მენტორობას სრულყოფილი ჩეთბოტის შესაქმნელად.

„ტექნოლოგიური განვითარების უდიდეს მოყვარულსა და დამნერგავს საქართველოში, დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუხარდებოდა, რომ მისი გარდაცვალებიდან თითქმის 100 წლის შემდეგ, ტექნოლოგიების გამოყენებით მასთან საუბარს ისევ შევძლებთ, თავად ნიკოსგან შევიტყობთ მისი უდიდესი მნიშვნელობის პროექტებისა თუ პროგრესი შეხედულებების შესახებ.

ორმაგად სასიხარულია ის ფაქტი, რომ ნიკოს ციფრული გაცოცხლება სტუდენტებისა და მოსწავლეების ხელით მოხდება.“-რუსკა უსტიაშვილი, ნიკო ნიკოლაძის პრემიის პროექტის მენეჯერი.

პროექტის პარტნიორები არიან: საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, AnimaChatbotics, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია “უნილაბი”, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება.

ჰაკათონში მონაწილეობის მიღებისა და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჰაკათონის ღონისძიება ან გაწევრიანდით ფეისბუქ ჯგუფში.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023