ბიზნესი
31/08/2023

კასპის საკონსერვო ქარხანა ნატურალური წვენების წარმოებას ოქტომბრიდან დაიწყებს

კასპის საკონსერვო ქარხანა ნატურალური წვენების წარმოების დაწყების მიმდინარე წლის ოქტომბრიდან გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ოთარ მერებაშვილმა განუცხადა, საწარმო დანადგარების მოლოდინშია, რომლებიც უახლოეს ორ თვეში უნდა ჩამოვიდეს. განიხილება ყველა სახეობის ხილისა და ციტრუსის წვენების ჩამოსხმა.

„დანადგარები რომ შემოვა, წარმოებას მაშინვე დავიწყებთ. პირველი ის ხილი იქნება, რომელიც სეზონურად მოუსწრებს. ვაშლი, მსხალი, ფეიხოა, მანდარინი, კომში. თუ მაგალითად,  ვაშლით დავიწყეთ, ყველა დანარჩენი აუცილებლად მოჰყვება,“- აცხადებს ოთო მერებაშვილი.

რაც შეეხება საწარმოს გეგმებს ხორცის კონსერვების წარმოებასთან დაკავშირებით, ოთო მერებაშვილის თქმით, ამ ეტაპზე საკითხი დაპაუზებულია. თუ როდის განახლდება საკითხი წვენების წარმოების პროცესის წარმატებით წარმართვაზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, კასპის საკონსერვო ქარხანა (შპს TMT) 2006 წელს, კასპის საკონსერვო კომბინატის ბაზაზე დაფუძნდა, რომელიც 1961 წლიდან ფუნქციონირებდა. კომპანია აწარმოებს ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო   პროდუქციის ნაირსახეობებს.

დღესდღეობით TMT-ს პროდუქცია წარმოდგენილია როგორც მსხვილ სუპერმარკეტებში, ისე მსხვილ ქსელებში. 2008 წლიდან კომპანია აწარმოებს ექსპორტს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი და სხვა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023