ბიზნესი
04/09/2023

კასპის საკონსერვო ქარხანის საექსპორტო მიმართულებებს ავსტრალიაც ემატება

ასპის საკონსერვო არხანა საექსპორტო მიმართულებებს აფართოებს.

როგორც კომპანიის დირექტორმა ოთარ მერებაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, საწარმოს თითქმის ყველა დასახელების პროდუქცია ავსტრალიაში სადეგუსტაციოდ ორი დღის წინ გავიდა.

რაც შეეხება რეალიზაციის მაჩვენებლებს, როგორც ოთარ მერებაშვილი განმარტავს, ზაფხულში გაყიდვები ყოველ წელს კლებულობს, განსაკუთრებული ზრდა სექტემბრიდან აპრილამდე ფიქსირდება.

კასპის საკონსერვო ქარხანა მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, რეალიზაციის მაჩვენებლების 30% - 50% -იან ზრდას ელის.

შეგახსენებთ, კასპის საკონსერვო ქარხანა (შპს TMT) 2006 წელს, კასპის საკონსერვო კომბინატის ბაზაზე დაფუძნდა, რომელიც 1961 წლიდან ფუნქციონირებდა. კომპანია აწარმოებს ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო   პროდუქციის ნაირსახეობებს.

დღესდღეობით TMT-ს პროდუქცია წარმოდგენილია როგორც მსხვილ სუპერმარკეტებში, ისე მსხვილ ქსელებში. 2008 წლიდან კომპანია აწარმოებს ექსპორტს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი და სხვა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023