ბიზნესი
08/03/2023

კავკასიის ავტოიმპორტი: ბაზარზე ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობა გვაქვს

"კავკასიის ავტოიმპორტში" აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე გადაჭარბებული ავტომობილების რაოდენობა ფიქსირდება.

როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა კახა ლომიძემ აღნიშნა, 2023 წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ავტომობილების ექსპორტი გაორმაგებულია.

„ბაზარზე გადაჭარბებული ავტომობილების რაოდენობა გვაქვს, რადგან ფორსმაჟორების შემდეგ, დილერებმა ძალიან ბევრი ავტომობილი შეიძინეს გასაყიდად, მაგრამ ვფიქრობ, ეს ვითარება თანდათან ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

თამამად უნდა ვთქვათ, რომ ზოგადად ავტომობილების ბაზარზე, კარგი პროგნოზების გაკეთება შეიძლება. ასევე კარგია ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის, როგორც მიმღების, გამანაწილებელისა და ავტომობილების აღდგენის საწარმოო ფუნქციის მქონე ქვეყნის შესახებ ცნობადობა გაიზარდა. სომხეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი - ესაა იმ ქვენების სამეული, რომლებიც აქტიურად იღებენ საქართველოდან ავტომობილებს.“-აღნიშნა კახა ლომიძემ.

მისივე თქმით, ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებული ლოგისტიკური პრობლემები ბოლო პერიოდში მოგვარდა. ფასები კი უბრუნდება ჩვეულ ნიშნულს.

„არ ხდება ავტომობილების ფასების ერთიანი ცვლილება. ძველ ნიშნულთან მიახლოებული ძალიან მალე იქნება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ავტომობილების ღირებულება ბოლომდე იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც პანდემიამდე ან ომამდე იყო.“-აღნიშნა კახა ლომიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023