ბიზნესი
15/11/2022

კავკასიის ავტოიმპორტი: მეორადი ავტომობილები, შესაძლოა, ისევ გაძვირდეს

ავტოიმპორტიორები მეორადი ავტომობილების ბაზარზე ფასების მატებას ისევ ელიან.

"კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მეორადი ავტომობილები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20-30%-ითაა გაძვირებული. მისი პროგნოზით, სამომავლოდ ეს ტენდენცია გაგრძელდება.

„გარკვეულ ნიშნულზე დასტაბილურდება, ასე უსასრულოდ ფასი ვერ გაიზრდება, თუმცა, კლების ტენდენციას ჯერ არ ვვარაუდობთ,“ - აღნიშნავს სურგულაძე.

მისივე ინფორმაციით, ფასების ზრდა მეორად ავტომობილებზე აშშ-დან მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა. „იმპორტის თვალსაზრისით უფრო ბიუჯეტური ავტომანქანებია მოთხოვნადი, რეესპორტის მიმართულებით პოპულარულია როგორც ბიუჯეტური, ისე მაღალფასიანი,“ - აცხადებს სურგულაძე.

მისივე განცხადებით, კომპანიაში რეექსპორტის წილი 60%-მდეა გაზრდილი. „კავკასიის ავტოიმპორტი“ საქართველოს გავლით ავტომანქანების მიწოდებას ახდენს ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, მოლდოვასა და რუსეთში.

უკრაინას მთლიან რეექსორტში დაახლოებით 20% ეჭირა, ომის გამო ეს ბაზარი თითქმის დაიკეტა, ახლა ეს წილი შუა აზიის ქვეყნებმა დაიკავა და დღეს რეესპორტში უკრაინის წილი მხოლოდ  3-4%-ს შეადგენს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023