ბიზნესი
15/12/2020

“კავკასიის ავტოიმპორტი“: პანდემიის შემდეგ გაყიდვების გაორმაგებას ველოდებით

„კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ ქვეყნების რაოდენობა, სადაც კომპანია რეექსპორტს ახორციელებს გაიზარდა, ამან კი  გაყიდვების საერთო მაჩვენებელზე დადებითად იმოქმედა.

„ავტომობილის რეალიზაციის მაჩვენებელი ჩაკეტილი საზღვრების პირობებში შემცირებულია, თუმცა, რეექსპორტის მიმართულებაში უეკეთესი შედეგებია. პანდემიამდე მხოლოდ აზერბაიჯანში და სომხეთში ვახორციელბედით რეექსპორტს, ახლა დაგვემატა ქვეყნები, უკრაინა, ერაყი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და შეიძლება ითქვას, საქართველოს გარშემო მთელი რეგიონი მოვიცავთ. სისტემა პანდემიურ გარემოს მოერგო, ჩამოთვლილი ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოდან ოპერირებენ, ბლოგებით, Youtube არხებით და ა.შ, რაც მოსახერხებელია არსებული სიტუაციის გამო. ეს არ ნიშნავს რომ რეექსპპორტის მაჩვენებელი გაიზარდა, უბრალოდ არეალის გაფართოებამ ხელი შეუწყო გაყიდვების საერთო რაოდენობის შენარჩუნებას პანდემიის პირობებში.“– აღნიშნავს გიორგი სურგულაძე.

რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, სურგულაძის თქმით, ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელი 30%–ით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო პანდემიამდე.

„ქართულ ბაზარზე ეკონომ კლასის ავტომობილებზე  მოთხოვნა უფრო დიდია. ფასები სტაბილურია, არც კლებაა მოსალოდნელი და არც მომატება. საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, პანდემიის შემდეგ ველოდებით გაყიდვების გაორმაგებას“– ამბობს „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023