ბიზნესი
02/10/2020

"კავკასუს ონლაინის" მფლობელები საარბიტრაჟო დავისთვის ემზადებიან

"კავკასუს ონლაინის" მფლობელები საარბიტრაჟო დავისთვის ემზადებიან.

კომპანიის  49%-იანი წილის მფლობელი "ნექსოლ ჰოლდინგი" "კავკასუს ონლაინში" სპეცმმართველის დანიშვნას შეძენილი აქტივის ექსპროპრეაციად აფასებს და აცხადებს, რომ კომპანიას არ დარჩა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალს მიმართოს.

საკუთარი არგუმენტები აქვს კომუნიკაციების კომისიას, რომელიც უკვე 1 წელია აჯარიმებს კომპანიას და "კავკასუს ონლაინის" მფლობელ "ნელგადო ლიმითედზე" გასხვისებული 49%-იანი წილის უკან დაბრუნებას ითხოვს.

კომისიაში ამბობენ, რომ   კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, მათ ჰქონდათ  უფლებამოსილება „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაცია შეეჩერებინათ, თუმცა რადგანაც კომპანიის საქმიანობის შეჩერებამ შესაძლებელია 2.5 მილიონზე მეტ აბონენტზე გავლენა მოახდინოს, სპეცმმართველის შეყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. კომისიისთვის მიუღებელია ის არგუმენტიც, რომ "კავკასუს ონლაინის" მენეჯმენტს არ ჰქონდა ინფორმაცია წილის გასხვისებაზე, მაშინ როცა სხვა ტრანზაქციების შემთხვევაში კომპანია კომუნიკაციების  კომისიას ყოველთვის წინასწარ მიმართავდა. კიდევ ერთი სადავო საკითხი სპეცმმართველის გაფართოებული უფლებებია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023