ბიზნესი
21/02/2023

კერძო ბაღების რეგისტრაცია 31 მარტს დასრულდება

საქართველოში ბაღების რეგისტრაციის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება და ამ პერიოდში დარეგისტრირების საშუალება ინდმეწარმეებს ექნებათ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონმა პირველადი რეგისტრაციის გავლის ვალდებულება განსაზღვრა. ამ მიზნით 2022 წელს შეიქმნა დაწესებულებების რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა 

იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული დაწესებულებების რეგისტრაცია 2022 წლის 31 დეკემბერს დასრულდა. რეგისტრაციის შედეგად პირველად აღირიცხა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საფეხურზე ქვეყანაში მოქმედი დაწესებულებების რაოდენობა, საქმიანობის ფორმა და სტატისტიკური მონაცემები. აღნიშნული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში 1705 საჯარო და 240 კერძო ბაღია.  საჯარო დაწესებულებებში 150 ათასამდე ბავშვი სწავლობს და 37 ათასამდე პერსონალია დასაქმებული. კერძო ბაღებში კი 12800 ბავშვი ირიცხება და 3700 ადამიანია დასაქმებული.

რეგისტრაცია იმ რეფორმის პირველი ეტაპია, რომლის მიზანიც ბაღებისთვის საერთო სტანდარტის შექმნა და კერძო ბაღების სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ გადასვლაა.  იმისთვის, რომ საქმიანობის გაგრძელების ან დაწყების უფლება მიიღონ, მათ გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ. მაგალითად, ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს ბაღი, რომელიც კორპუსის ბინაშია გახსნილი და საკუთარი ეზო არ აქვს. შემუშავებულია 4 სტანდარტი - კვების, ინფრასტრუქტურის, სააღმზრდელო პროგრამის, ოჯახის და თემის ჩართულობის ნაწილი.

განსაზღვრულია ისეთი სავალდებულო მოთხოვნები, როგორიცაა გარე იზოლირებული სივრცე, კვების განსაზღვრული კალორაჟი, ჯგუფში ბავშვთა განსაზღვრული რაოდნეობა და ა.შ.

პირველ ეტაპზე ბაღები თვითშეფასებას მოახდენენ ავტორიზაციის მინიჭების პროცესი კი 2025 წლიდან დაიწყება. მანამდე ბაღები ფუნქციონირებას უპრობლემოდ გააგრძელბენ.

ავტორიზაციის პროცესი 2030 წლისთვის დასრულდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023