ბიზნესი
30/03/2021

კერძო სკოლების ბიზნესი ყვავის - რას სთხოვს თამაზ დაუშვილი მთავრობას

კომპანია „დიოს“ მმართველმა პარტნიორმა თამაზ დაუშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“  ქვეყანაში არსებულ  განათლების დაბალ ხარისხსა და  გამოსწორების გზებზე ისაუბრა.

ბიზნესმენი მთავრობას თხოვნით მიმართავს და აცხადებს, რომ მთავარი ყურადღება ხელისუფლების მხრიდან განათლებაზე უნდა იყოს მიმართული.

„ბიუჯეტში რა თანხებსაც დაზოგავენ, არ დაენანოთ, რომ წავიდეს განათლების სექტორში, განსაკუთრებით პროფესიულ განათლებაში. ჩვენ გვიჭირს საინჟინრო-პროფესიული კადრები. ადამიანები ვერ ფლობენ ელემენტარულ უნარებს და არ იციან რა უნდა გააკეთონ. ჩვენ მზად ვართ გადავამზადოთ, მაგრამ სახელმწიფოს უამრავი რესურსი იხარჯება სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, განათლებაზე - ყველაზე ცოტა.

ოჯახები  უკანასკნელ თანხებს იხდიან იმაში, რომ ბავშვები კერძო სკოლებში ატარონ, კერძო სკოლების ბიზნესი ყვავის, ყველა ბიზნესს მივესალმები, მაგრამ, იქ, სადაც ფუნდამენტური ვალდებულებაა ქვეყნის რომ ადამიანებმა მიიღონ უფასო დაწყებითი განათლება და სადაც ასეთი იგნორირება ხდება სახელმწიფოს მხრიდან წლების განმავლობაში, არაფერი გვეშველება. ჩვენ უნდა შევქმნათ თანამედროვე სახელმწიფო, წარმატებულ ქვეყანას კი ნაკითხი ადამიანები ქმნიან,“ - აცხადებს დაუშვილი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023