ბიზნესი
01/04/2023

Kernel-ი ინდოეთის ბაზარზე გააქტიურებას გეგმავს

ინვოისებისა და ფინანსური ხელსაწყოების ქართული პლატფორმა „კერნელი”, რომელიც მცირე ბიზნესებს ოპერაციების გაციფრულებაში ეხმარება, ინდოეთის ბაზარზე  გააქტიურებას გეგმავს. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2“-ს კომპანიის დამფუძნებელმა, ბექა დალაქიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანია ერთი წელია უკვე ინდოეთის ბაზარზეა და უზარმაზარი შესაძლებლობიდან გამომდინარე, აპირებს ბაზარი კიდევ უფრო აითვისოს.

„ჩვენ საკმაოდ სწრაფად ვვითარდებით, სწრაფად ვსწავლობთ და ბევრი კონტაქტები დაგვიგროვდა, თუმცა გვჭირდება  გავიზარდოთ თვის განმავლობაში არა 20%-ით , არამედ თვიდან თვემდე 300%, 500% და 1000%-ით,“- აღნიშნავს დალაქიშვილი.

„კერნელი“-ს დამფუძნებლის მტკიცებით, აპრილის თვიდან ბაზრის მხრიდან დიდი მოთხოვნა გაჩნდება. ინდოეთის ბაზრის დინამიკიდან გამომდინარე 3-დან 5 წლის განმავლობაში სხვა ბაზრებთან თანამშრომლობა არ იგეგმება.

სტარტაპი „კერნელი“ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. ამ ეტაპზე კომპანია გარდა ინდოეთის გარდა, ფილიპინებშიცაა წარმოდგენილი.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023