ბიზნესი
05/10/2020

ხე-ტყის რეალიზაციით დაკავებულმა მეწარმეებმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს

ხე-ტყის რეალიზაციით დაკავებული მეწარმეები მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართეს. მოთხოვნა იმ პრობლემების მოგვარებაა, რომელიც მეწარმეთა განცხადებით, მრავალი წელია აწუხებთ.

„საქართველოში წლების განმავლობაში ხელისუფლებების ცვლილებებთან ერთად იცვლება ხე-ტყის მოპოვების, გადამუშავების, ტრანსპორტირების და რეალიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, მაგრამ ვერცერთმა საკანონმდებლო ცვლილებამ ვერ უზრუნველყო სათანადოდ მეწარმეების ინტერესების დაცვა, რისი თვალსაჩინო მაგალითია ქვეყნის მაშტაბით 2018 წლის ივლისში დაწყებული უპრეცედენტო მაშტაბური შემოწმების შედეგები. ამან გამოიწვია კოლოსალური თანხების დარიცხა, რისი ერთ-ერთი მიზეზი გახდა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში შეტანილი მონაცემების გადამოწმების მექანიზმის არ არსებობა. მეორე მიზეზი გახდა შემოსავლების სამსახურში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა, რითაც ხდება ჩათვლილი დღგ-ს გაუქმება იმის მიუხედავად დადგენილია თუ არა უსაქონლო ოპერაცია ან ფიქტიური გარიგება. კანონმდებლობის სპეციფიკიდან გამომდინარე არ არის განსაზღვრული დახერხილ ხის მასალაში ცდომილების დასაშვებობა, რაც კონტროლის განხორციელების დროს ხდება ხშირ შემთხვევაში დაჯარიმების და ტრანსპორტირებული ხის მასალის ჩამორთმევის საფუძველი. მიუხედავად იმისა,რომ კოპანიებს ხის მასალა მოპოვებული აქვთ კანონიერად.

ეს საკითხები წლებია გვაწუხებს ამ სფეროში დასაქმებულ მეწარმე სუბიექტებს. ჩვენი წერილობითი თუ სიტყვიერი მიმართვისა თუ მოთხოვნისა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დღემდე რაიმე სახის ქმედითი ღონისძიება არ გატარებულა.

ბატონო პრემიერო 2020 წლის  24 აგვისტოს მოგმართეთ წერილობით, რომელიც გადაგზავნილი იქნა ქვემდებარეობით სხვადასხვა უწყებაში, მაგრამ გარდა ბიზნესომბუდსმენის აპარატისა დღემდე არავინ დაინტერესებულა განცხადებაში მოყვანილი პრობლემური საკითხებით.

ჩვენი აქციის თვითმიზანი არ არის ქუჩაში გამოსვლა და აქციებით პრობლემების გადაჭრა, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში  თბილ სავარძლებში მოკალათებულმა არაფრის მაქნისი ჩინოვნიკების (ვისაც ეხება) სრულმა იგნორირებამ იძულებული გაგვხადა გამოვსულიყავით დღეს და უშუალოდ პირადად თქვენ მოგაწვდინოთ ჩვენი ხმა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ თქვენი უშუალო მონაწილეობით მოხდება აღნიშნული საკითხების გადაჭრა, რაც საჭიროებს საკანომდებლო ცვლილებებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023