ბიზნესი
02/04/2021

ხეჩინაშვილის კლინიკა: კომუნალური ხარჯის შესამცირებლად, გვინდოდა მზის გენერატორები დაგვემონტაჟებინა

ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორი მაია მახარაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“  ლარის გაუფასურების შედეგად წარმოქმნილ პრობლემეზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამედიცინო სექტორი, ერთ-ერთია, რომელზეც ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა საკმაოდ მტკივნეულად ისახება.

მისი განმარტებით, კლინიკას ფასების ცვლილება სჭირდება, თუმცა სექტორი ამ ნაწილში საკმაოდ შეზღუდულია.

„საყოველთაო ჯანდაცვის ტარიფის ზემოთ ვერაფერს ვამატებთ. გარდა ამისა, სადაზღვევო კომპანიებთან უკვე შეთანხმებულ ფასს,  როგორც წესი, ვერ ვცვლით. ამ ეტაპზე ვუძლებთ სიტუაციას, ვისტუმრებთ სესხს, ამ დროს კი ბანკის მომსახურეობა ძალიან გაგვიძვირდა. ყოველთვიური შენატანი ძალიან ცუდად აისახება ჩვენზე. ვეძებთ გზებს, რომ კომუნალური გადასახადი ცოტა გაგვიაფდეს, თუმცა, ალტერნატიული გამოსავალი ვერ ვნახეთ. მცდელობა გვქონდა, რომ მზის გენერატორები დაგვემონტაჟებინა, ან რამე ახალი ტექნოლოგია, თუმცა, საბოლოო ჯამში ესეც  უცხოურ ვალუტაში ინვესტიციას მოითხოვს. შესაბამისად, ეს ითხოვს ახალი ვალდებულებების აღებას, რასაც ვეღარ შევძლებთ.  საბოლოო ჯამში, ყველა იმედით ვუყურებთ ვაქცინაციას, რომ ამის შედეგად ქვეყნის გახსნამ იქნებ ეფექტი იქონიოს ეკონომიკაზე“-აცხადებს მახარაშვილი.

რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სამედიცინო მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების  შესაძლო შეცვლას, მახარაშვილი განმარტავს, რომ სამინისტროსა და სამედიცინო სექტორს შორის კომუნიკაცია ბოლო პერიოდიში აღნიშნულ თემაზე აღარ ყოფილა.

„პრიორიტეტები არსებობს ქვეყანაში. მთელი რესურსი ახლა COVID ვაქცინაციაზეა, შესაბამისად, ჩვენც მოთმინებით ვართ და ვიცდით", - აცხადებს მახარაშვილი.

შეგახსენებთ, 2021 წლის იანვარში სამედიცინო სექტორი ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმდა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სამედიცინო მომსახურებაზე დადგენილი ტარიფები, შესაძლოა შეიცვალოს. სექტორსა და სამინისტროს შორის ამ საკითხზე მუშაობა კი ამ დრომდე არ დასრულებულა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023