ბიზნესი
13/09/2022

ხემსი: ხილის ჩაი უკვე რამდენიმე ლოკაციაზეა ხელმისაწვდომი, მათ შორის ლონდონში

მიკრო საწარმო "ხემსი" განაგრძობს განვითარებას. სტარტაპმა ახლახანს Usaid yes georgia–ს მცირე გრანტიც მოიპოვა და პარალელურად აქტიურად იღებს მონაწილეობას ქვეყნის მასშტაბით გამართულ აგრო გამოფენებსა თუ ღონისძიებებზე.

როგორც ხემსის დამფუძნებელი სოფო გოგინაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, კომპანია ცდილობს მუდმივი სიახლე და ინოვაციური პროდუქტი შესთავაზონ მომხმარებელს.

"პირველი წელი გვქონდა ხარისხის და ახლა გვინდა ჩვენი პროდუქტებით ფართო წვდომა მოვიპოვოთ მიზნობრივ სეგმენტზე. "ხემსის" პროდუქცია გამოირჩევა განსხვავებული გემოებით, ხელმისაწვდომი ფასით და მაღალი ხარისხით. წარმოებაში კატეგორიულად უარს ვამბობთ ისეთ დანამატებზე რომელიც ვიზუალური ეფექტის მისაღებად ამცირებს მის სარგებლიანობას.

რაც შეეხება ქართული ხილის და კენკრის ნაყენს, რომელსაც ჩაის სახით ვთავაზობთ მომხმარებელს განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ჩვენს პროდუქტებში. ცოტახნის წინ ქუთაისში გასტრონომიული გამოფენის "ზარზეიმი" ფარგლებში, აგრობაზარი "უნიკალური ქართული გემო" ჩატარდა სადაც მიწვეული იყო "ხემსი". ხილის ჩაის დახლი მომხმარებლის დიდი ყურადღებას იპყრობდა და რამოდენიმე საათში მარაგიც ამოგვეწურა. ქუთაისმა ზარზეიმით მიიღო ამ პროდუქტის ჯადოსნური გემოები, ამიტომაც ვმუშაობთ იმაზე რომ ხელმისაწვდომი გავხადოთ ხილის ჩაი ევროპის ერთერთ უძველეს ქალაქში. ასევე, ვთანამშრომლობთ ბათუმში ჩაის სახლებთან, სადაც მოყვარულებს საშუალება ეძლევათ შეიძინონ და დააგემოვნონ ჩვენი ხილის ჩაი. მცირე პაკეტით გავაგზავნეთ ლონდონში, სადაც ადგილობრივ მომხმარებელს ჩვენს პროდუქტს ქართული სამზარეულო შესთავაზებს."–ამბობს სოფო გოგინაშვილი.

"ხემსი" ამ ეტაპზე ახალ, განსხვავებულ პროდუქტზე მუშაობს, რომელიც გამორჩეულიო იქება ახალი გემოთი, თუმცა დანარჩენი დეტალები სამომავლოდ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ "ხემსის" ჩირი ქართული ხილის ნედლეულზე უშაქროდ და ყველანაირი დანამატების გარეშე მზადდება. კომპანია ხაშურში, პანდემიის დროს შეიქმნა და სეზონური ხილით ჩირის უკვე მრავალ სახეობას აწარმოებს. ასევე, ადგილობრივი ბაზრის ათვისებასთან ერთად "ხემსის" ჩირეული უკვე დედაქალაქშიც იყიდება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023