ბიზნესი
10/02/2023

"ხემსი"-ს პროდუქცია მალე ტურისტულ ზონებში გამოჩნდება

"ხემსი"-ს პროდუქცია მალე ტურისტულ ზონებში გამოჩნდება.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ახალი გემოების დამატებამ და მაღაზიის გახსნამ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია და გაყიდვები გაორმაგდა.

"ვგეგმავთ ჩვენი პროდუქტი უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ და ტურისტულ ზონებში განვათავსოთ. ამის წინაპირობა იყო ის, რომ  ჩვენს მაღაზიაში გაყიდვებმა მას შემდეგ იმატა, რაც მომხმარებელს პროდუქციის დაგემოვნების, ხილვის და წინასწარ შეფასების შესაძლებლობა მიეცა.

ჩვენი მომხმარებელი უკვე მიეჩვია მუდმივ სიახლეს და ვცდილობთ მოლოდინები გავამართლოთ. დავამატეთ ხილის და მცენარეული ჩაის სახეობები, საკმაზის კიდევ ერთი სახეობა ბოსტნეულით, ასევე ჩირეულის ჯანსაღი ბონბონები, უშაქროდ. ვამზადებთ ფორთოხლის ,გრეიფრუტის, კივის, ლიმონის ცუკატებს. ასევე, უკვე დავიწყეთ მზადება აღდგომისთვის, სააღდგომო პასკების გემოებზე," -აცხადებს სოფია გოგინაშვილი.

მისივე თქმით, აქტიურად მუშაობენ დაფინანსების წყაროების მოძიებაზე, რათა კიდევ უფრო გაფართოვდეს წარმოება და ადგილობრივი ქალბატონები დასაქმდნენ.

ცნობისთვის, ქართული წარმოება უკვე 50 მდე სახის პროტუქტს აწარმოებს, "ხემსის" ჩირი და სხვა პროდუქტები ქართული ხილის ნედლეულზე უშაქროდ და ყველანაირი დანამატების გარეშე მზადდება. კომპანია ხაშურში, პანდემიის დროს შეიქმნა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023